კვირეღვთისშვილის ხატი

2018-12-18 0 კომენტარები kazbegi

სოფელი ფხელშე მდებარეობს მდინარე თერგის მარცხენა სანაპიროზე ზღვის დონიდან 1940 მეტრზე და სტეფანწმინდიდან 12 კმ არის დაშორებული. გადმოცემის თანხმად კავთისხეველ ელიოზსა და მის ძმას მოუწიათ საკუთარი სოფლიდან წასვლა.

წასვლის წინ დედამ ქადა გამოუცხო და ნაჭრევზე ჯვარი ჩაუდო, გზა დაულოცა და სოფლიდან გამოისტუმრა.  წამოსულან ძმები და   სოფელ ვარდისუბნის მახლობლად გამოქვაბულში დასახლებულან . ელიოზს გადაუწყვეტია ბინა  დაედო ადგილზე რომელიც ფხასა ჰგვანებია და სოფლისთვისაც ფხელშე უწოდებია .

    სოფელ ფხელშეში 2012 წელს ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები შედეგად აღმოჩნდა უძველესი ტაძრის ნანგრევები ქვის ჯვარი და სხვა საეკლესიო ნივთები.

     ამ სოფელთან შემდეგი ისტორიაა დაკავშირებული:

სოფელ ფხელშეში  ერთ ძველ ნანგრევ კოშკში მოთავსებულია ,,კვირეღვთისშვილის ხატი’’, რომელსაც ქალების ხატს უწოდებენ. ეს ხატი წარმოადგენს სინდიოფალას, რომლის სიგრძე 54 სანტიმეტრია. სინდიოფალა შემოსილია თეთრი ტანისამოსით და პირისსახეზე მას მიკრული აქვს ლითონის პატარა ხატი, რომელზეც ქრისტეს სახეა გამოხატული. კვირეღვთისშვილის ეს ხატი შემკულია აგრეთვე: მძივის ყელსაბამით, ღილებით, საყურეებით, ბეჭდებით და სხვა. მას ყელზე ზანზალაკიც ჰკიდია. კვირეღვთისშვილის ხატობა ამაღლებას იცოდნენ. ამ ხატობას მხოლოდ დედაკაცები აღნიშნავდნენ. აქ ქალებს თავიანთი ქალ დეკანოზი ჰყავდათ. დეკანოზს ერთი წლით ირჩევდნენ. ის უნდა ყოფილიყო გაუთხოვარი და უმანკო. ამაღლებას ქალ-დეკანოზი თეთრებში იმოსებოდა და კვირეღვთისშვილის ხატში ქალებს ამწყალობნებდა. შეხვეწილი ქალები მიდიოდნენ სანთლით და კვირეღვთიშვილს ევედრებოდნენ შვილიერობას, გამრავლებას და კარგადყოფნას. დეკანოზი ქალი მხვეწარს საწირს ართმევდა, სანთლებს ანთებდა და ილოცებოდა.

ზოგი ავადმყოფი ქალი კვირეღვთისშვილ დედოფალას შეუთქვამდა. ავადმყოფი სოფელს დაუვლიდა და ყველა მას აძლევდა მძივებს, თეთრ ფულებს, ქსოვილის ნაჭრებს, სამკაულებს და სხვა. შემდეგ შეხვეწილი ფიცრისაგან ადამიანის სახეს გამოჭრიდა, მას ტანისამოსით შემოსავდა და მძივებით  შეამკობდა. ხატობა დღეს ასეთი დედოფლები კვირეღვთისშვილის ხატში მიქონდათ და იქ ტოვებდნენ.

დამწყალობნების შემდეგ ქალები ხატის ნიშთან სუფრას გაშლიდნენ, ყველანი იქვე დასხდებოდნენ და დროს მხიარულად ატარებდნენ.

ქალების ამ კვირეღვთისშვილის ხატის თაყვანისცემა წინათ ხევში გავრცელებული ყოფილა.

სოფელი ფხელშიდან მივდივართ სოფელ გორისციხეში. 

აუდიოჩანაწერის მოსასმენად გადადით ბმულზე