ირინა სუჯაშვილის ფოტო ინტერვიუ

2017-11-17 0 კომენტარები kazbegi

ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი აგრძელებს ფოტო ინტერვიუებით მოხალისეების გაცნობას. ამჯერად LAG Kazbegi-ს ფონდების მოძიების ჯგუფის მენეჯერს ირინა სუჯაშვილს გაგაცნობთ.  

პროფესიით იურისტი, და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მაგისტრის სტუდენტი ზაფხულიდან აქტიურად ჩაერთო აგდილობრივი განვითარების ჯგუფის აქტივობებში, მეწარმეთა სკოლის საველე კოორდინატობას წარმატებით გაართვა თავი და ახლა უკვე ფონდების მოძიების მიმართულებით აგრძელებს მუშაობას.

ირინას ფოტო ინტერვიუ მის პირად გამოცდილებას და მოტივაციას ეხება... 

ალბათ თქვენც ყველას, ისევე როგორც მე,  ხშირად გითქვამთ ,,წლების წინ ჩემი მომავალი სხვანაირად წარმომედგინა’’, ,, არაფერი გამომდის’’, ,,წარუმატებელი ვარ’’, ხშირად ეს ყველაფერი ბედის ვარსკვლავებისთვისაც გადაგვიბრალებია. გარემოსთვის, იმ ხალხისთვის ვისაც ჩვენზე, ჩემზე და შენზე მეტი მოტივაცია გააჩნდა. უსამართლოებიც ვყოფილვართ, ,, პატრონი ყავს და რატომაც არა,’’ ,,ეგეთი ბედი აქვს’’. სხვისი მიღწევების ფონზე,საკუთარი მარცხის ატანა რთულია. გამუდმებით ვეძებთ გამამართლებელ მიზეზებს, ვებღაუჭებით ყველაფერს რითიც შევძლებთ ,,მსხვერპლები’’ გამოვჩნდეთ ვიდრე ,,დამარცხებულები’’.

საბოლოოდ ამდენ ემოციურ ფონთან ბრძოლით ვიღლებით და მერე.......

შეიძლება გაგეცინოთ მაგრამ, სინამდვილეში ყველაფერი უფრო მარტივადაა, მე ჩემს ამბავს მოგიყვებით!

როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ხშირად მქონდა შიშის განცდა და მოლოდინი მომავლისა. რა უნდა მექნა დამთავრების შემდეგ? საიდან შეიძლებოდა კარიერული ცხოვრების დაწყება, ხშირად ვფიქრობდი, რომ ესა თუ ის სამსახური არ იყო ჩემი შესაფერისი, ხშირად კი პირიქით, ძალიან მაღლა მყოფი მეჩვენებოდა ჩემს შესაძლებლობასთან კონკრეტული ვაკანტური ადგილი.

უნივერსიტეტი ისე დავამთავრე არ მქონდა არანაირი გეგმა, იმის შესახებ საიდან უნდა დამეწყო ძიება, საიდან უნდა დამეგროვებინა ის გამოცდილება რომლებსაც მოითხოვენ სამსახურებში. თუმცა ვიცოდი და მქონდა ჯანსაღი ამბიცია იმისა, რომ ცხოვრებაში დასახულ მიზნებს მივაღწევდი. ჩემი ამბიცია არ ყოფილა კონკრეტული პროფესისადმი ლტოლვა, უბრალოდ მინდოდა მქონოდა ჩემი საქმე და რაც მთავარია ვფიქრობდი მხოლოდ ვიწრო პროფილით. ,,კაბინეტით’’ და საბუთებში ძრომიალით. ჩემი შეცდომა სწორედ ეს იყო!

პირველად როცა გავიგე, რომ არსებობდა სტაჟირება ,,ფიფალ ინ ნიდ’’ის ოფისში, უბრალოდ ბედის საძიებლად მივედი. სწორედ აქ დაიწყო ჩემი ცნობიერების რადიკალური ცვლილება! ჩემი მსოფლხედველობის ძირეული შეცვლა! აღმოვაჩინე გარემო, სადაც შეიძლება თავს ბედნიერად გრძნობდე მიუხედავად ბევრი სიძნელეებისა, მიუხედავად იმისა რომ არანაირი გამოცდილება არ მქონდა, გავბედე და მივიღე გამოწვევები, ურთიერთობა მქონდა ბავშვებთან რომლებსაც ათასნაირი იდეა უტრიალებს თავში, მრავალშვილიან დედებთან, რომლებიც გაფართოებული თვალებით ისრუტავენ ნებისმიერი სახის ინფორმაციას, უზომოდ განათლებულ ადამიანებთან, ზოგჯერ რომ ფიქრობ საერთოდ ხმა უნდა ამოღო თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ არვიცოდი რას ნიშნავდა სიტყვა ,,fundrising’’, არვიცოდი რას ნიშნავდა ფინასური ხარჯთაღიცხვა, ნარატიული ანგარიში, სურსათის უვნებლობა, დონორი და სხვა უამრავი ტერმინი, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ სხვაგან მოვხვდი, რომ ეს არაა ის გარემო, ის საჭიროებები რომლებიც მე მქონდა განსაზღვრული.

შეიძლება თამამად ვთქვა, რომ ამ სამსახურმა და იქ მყოფმა გუნდმა დამანახა რეალური საჭიროებები, ფასაულობები, თანადგომა, გუნდურობა და მე მივხვდი, რომ მე ვარ იურისტი! დიახ, იურისტი, რომელსაც გარდა კანონების განმარტებისა, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის ზეპირად ცოდინისა, შეუძლია ყველაფერი აკეთოს! შეუძლია გახდეს ფინანსისტი, მენეჯერი, კოორდინატორი, ისწავლოს ნებისმიერი საკითხი რაც კი დააინტერესებს! მე მომეცა საშუალება, მენახა ის, გამეკეთებინა ის, ვყოფილიყავი ის, რისი საშუალებაც დიდი დროის ფასად დამიჯდებოდა, იმ მოტივაციით, იმ ფიქრებით და გეგმებით რაც იქ მისვლადე მქონდა!

და მე დღეს ხმამაღლა ვისაუბრებ, ყველგან სადაც მოვხვდები, რომ მთავარია მოტივაცია! რაც მოძრაობას, მიზნისკენ სწაფვას, მიმართულების მიცემას გულისხმობს. მოტივაცია ფსიქოლოგიაში სწორედ ფსიქიკური და ფიზიკური აქტივობების დაწყების, მათთვის მიმართულების მიცემისა და მართვის პროცესს ეწოდება.

ადამიანები რომლებსაც გააჩნიათ განსაზღვრული სახის მოტივაცია, აქვთ სხვადასხვა სახის შედეგები ცხოვრებაში. მათ გააჩნიათ : საკუთარი  წარმატებული საქმე, საინტერესო ცხოვრება, გაბედული ნაბიჯები ცხოვრებაში,გარშემომყოფთა პატივისცემა, რომელიც განვითარებადია. კმაყოფილების შეგრძნება,ენერგიულობა, სიმხნევე, პოზიტიური დამოკიდებულება ცხოვრებისადმი,ადამიანების მიმართ,საკუთარი თავის და შესაძლებლობების რწმენა. რაც ყველაზე მთავარია დამოუკიდებლობა და თავისუფლება.

უმოტივაციობა წარმოშობს ძირეულ პრობლემებს როგორიცაა :
უკმაყოფილება საკუთარი საქმის მიმართ, პრობლემები ახლობელ ადამიანებთან, რადგან ისინი ელიან შენგან გადამწყვეტ ნაბიჯებს, სიზამრაცე, მოწყენილობა და რუტინული ცხოვრების წესი,დროში ჩარჩენილობა,უკმაყოფილება ცხოვრების მიმართ, მუდმივი ირონია იმის მიმართ, ვინც შენზე უკეთესად ცხოვრობს, შიშები, უნდობლობა საკუთარი თავისა და შესაძლებლობების მიმართ!

როცა ამ ყველაფერს საკუთარ თავში აღმოაჩენთ, გახსოვდეთ! თქვენ ხართ უნიკალური ადამიანი და შეგიძლიათ ცხოვრება ნელ-ნელა ააწყოთ . არ არსებობს, წარმატებული ადამიანი წარუმატებლობის გარეშე, მთავარია არ დანებდეთ. აკეთეთ ის, რაც მიზნამდე მიგიყვანთ, დაივიწყეთ სიზარმაცე. ნუ გაუწყრებით თავს შეცდომისთვის.მიიღეთ შეცდომები, როგორც საჩუქარი, ისწავლეთ მათზე. გარდა ამისა, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რაღაცის გაკეთებას ცდილობთ.იწამეთ თქვენი თავის და ფიქრის ძალის. რასაც თქვენ ფიქრობთ განხორციელდება. შექმენით რამდენიმე წუთიანი სურათი გონებაში, თუ როგორი გინდათ იყოთ მომავალში. ეს სურთი ყოველდღიურად ატრიალეთ გონებაში, რათა ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს. ეს ერთბაშად არ მოხდება, ამიტომ ნუ მოდუნდებით.

მიიღეთ საკუთარი თავი ღირსებებითა და ნაკლით. ყოველთვის გამოხატეთ თქვენი აზრები, გრძნობები და ემოციები. უარყოფითი ენერგია ანადგურებს ჯანმრთელობას, ამცირებს თვითშეფასებას ნუ მოუსმენთ ხალხს, მთავარია თქვენ რა გსურთ.იმოქმედეთ და აღარ მოგიწევთ საკუთარი თავის დადანაშაულება დამსხვრეული ოცნებების გამო. როცა თავისადმი რწმენას დაიბრუნებთ, ყველაფერი გამოგივათ. ნუ ეძებთ რაიმე გარანტიას.
უბრალოდ სცადეთ!

და ბოლოს ხშირად გაიხსენეთ:

,,როდესაც მიჭირს, ყოველთვის ვახსენებ საკუთარ თავს,რომ თუ დავნებდები, უკეთესად ვერასდროს ვიქნები.” უეინ გრეცკი



Let us know what you think

* Required field

კომენტარები (0)