ხურთისის ციხე

2018-12-19 0 კომენტარები kazbegi

სოფელი ხურთისი  სტეფანწმინდიდან 15 კილომეტრის მანძილზეა და ზღვის დონიდან 1960 მეტრზე.

ახლა მდინარე თერგის ხევზე გადებულია ხიდი რომელიც 21 საუკუნის მშენებლობაა, იქვე ახლოს მოჩანს საბაგირო გზა  რომელიც საბჭოთა პერიოდს მიეკუთვნება და ზამთრის პერიოდში, ერთადერთი დამაკავშირებელი იყო სოფელსა და გარე სამყაროს შორის.

 სოფელი ხურთისი ლეგენდის თანახმად დასახლებულა სტეფანწმინდის ჩრდილოეთით მდებარე ყუროს ხევის გაღმიდან გადმოსული  სახელად „ხურთის“ შთამომავლებით  და სოფლისთვისაც ხურთისი დაურქმევია. ადრე ძველი სახელი ჭეყე რქმევია.

      ხურთისის ღირშესანიშნაობას მიეკუთვნება პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესია. აქვე არის ხურთისის ციხე, რომელიც ზემოთ ლეგენდაში იყო მოხსენიებული.

 სოფლიდან ჩრდილოეთ მხარეს თუ დავუყვებით შეგვხვდება პატარა ლამაზი ტყე  თავისი საკულტო ნიშით. ტყის თავზე გზის გაყოლებაზე შეგხვდებათ მინდორი რომელსაც ქვების წითელი ფერის გამო წითლოვანას ეძახიან.

აუდიოჩანაწერი