ყაზბეგური ისტორიები
მყინვარის წარმოშობაზე სხვადასხვა ისტორია არსებობს ერთ ერთ უკავშირდება ღრუბელას სახელს
მყინვარი
გერგეტის ტაძრის უკან ტრიალი მინდორია აქ იკრიბება დღემდე ხალხი , რომლებიც სალოცავდ მოდიან სხვასხვა დროს გერგეტობას 16 ივლის და 28 აგვისტოს მარიამობას . შლიან კარვებს და კლავე ცხვარს შესაწირს .
მინდვრის ბოლოს იწყება საცალფეხო ბილიკი კავკასიონის ქედის ერთ ერთ მთავარი მწვერვალისკენ მყინვარისკენ . მისი სიმაღლეა 5047 მეტრი ზღვის დონიდან. მყინვარის წარმოშობაზე სხვადასხვა ისტორია არსებობს ერთ ერთ უკავშირდება ღრუბელას სახელს
ბეთლემის წინამძღვრად სტეფანე ბერი ყოფილა ერისკაცობაში ღრუბელა ჰრქმევია და ხევში განთქმული ვაჟკაცი ყოფილა. მას ლამაზი ცოლი ჰყოლია და ცოლ ქმარს ერთმანეთისთვის ფიცი მიუცია თუ რომელიმე ადრე მოკვდებოდა ცოლი სხვაზე არ უნდა გათხოვილიყო და ქმარს ცოლი არ უნდა მოეყვანა. ღრუბელასთვის ეს ცოლი ჩერქეზ ბატონს მოუტაცია დზ მდევრობის დროს ქალი დაჭრილა და გარდაცვლილა.
დაქვრივებული ღრუბელა მეზობლის ქალს შეჰყვარებია და გასაქანს არ აძლევდა მაგრამ ღრუბელა დადებულ ფიცს მტკიცედ იცავდა . ქალისაგან თავმობეზრებული ღრუბელა ბეთლემის მონასტერში ბერად აღკვეცილა სტეფანეს სახელით. ქალი მწყემსად წასულა და თავისი ფარით ბეთლემის მიდამოს დასტრიალებდა, რომ სტეფანე ბერი როგორმე მოეხიბლა.
ერთხელ ამ ქალს ბერების აბანოში უბანავია და ამით ის შეუბილწავს ხატი გაჯავრებულა და ჭექა-ქუხილი აუტეხია ქალს ფარა გაბნევია ღამის წყვდიადში ის თავშესაფარს ეძებდა გამოქვაბულში შუქი შეუნუშნავს და მისულა ახლოს საზარელი ხმით შეუკივლია და დახმარება უთხოვია განდეგილს ჯაჭვი გადმოუგდია და თვითონ ცხვრის მოსაგროვებლად წასულა. ქალს ეს ბერი სტეფანე ჰგონებია და სანამ დაბრუნდებოდა გაშიშვლებულა და კერასთან დაწოლილა განდეგილი დაბრუნებულა უკან და ლამაზი ქალის დანახვაზე ცდუნებას ვერ გაუძლო და უმანკოება დაუკარგია.
დილით ქალს დაუნახია რომ განდეგილი სტეფანე არ ყოფილა. განდეგილმა შეცოდების მთელი სიმძიმე ახლა იგრძნო. თურმე მას წყალი კალათით ამოჰქონდა და ეხლა კალათს წყალი გასდიოდა, მტრედები გაფრინდნენ, მზის სხივებზე ჩამოკიდებული სავსე ხურჯინები ძირს ვარდებოდა. განდეგილმა აიაზმის წყალი ისხურა მაგრამ ვერ ეშველა. ხმაურზე ყველა ბერი მოვიდა მათ შორის იყო სტეფანეც. ქალს რომ დაუნახია სტეფანე შერცხვენია და საზარლად დაუკივლია და იქვე ხრამში გადაჩეხილა. ამ დროს ამტყდარა საშინელი ჭექა ქუხილი, დედამიწა ინძრა თურმე და ბეთლემს ნიშნად ცოდვისა მყინვარი აღმართულა.
მყნვარწვერის აღმოსავლეთ ფერდობზე ბუნებრივი კლდეა, რომელიც შორიდან თავისი მოყვანილობით ფეხებზე წაწოლილ გრძელკურა ცხოველს წააგავს და მას გველეშაპს უწოდებენ. თუშეთიდანაც მოსჩანს და მას წოვა თუშები ‘’ლომწერილს’’ უწოდებენ.
გველეშაპის შესახებ ასეთ ისტორიას ყვებიან:
როდესაც გამარჯვებებით გათავხედებულმა ამირანმა / ამირანი მსოფლიოში ცნობილი პრომეთეს პროტოტიპია/ ქრისტე ღმერთთან შეჯიბრება მოინდომა ღმერთმა ამირანი კავკასიონზე მიაჯაჭვა ამით ისარგებლა ამირანის დაუძინებელმა მტერმა გველეშაპმა და შურისძიება გადაწყვიტა გადმოცოცდა მყინვარის წვერიდან და დაბმულ ამირანს შეჭმა დაუპირა . მისი ეს განზრახვა წმინდა გიორგის გაუგიადა სწრაფად იქვე გაჩენილა გველეშაპისთვის თითი დაუქნევია და უთქვამს: შეჩერდი ამირანი ცოდვების მოსანანიელებად დავაბით და არა შესაჭმელადო მანდვე გაქვავდიო . ამ სიტყვბით გვლეშაპი გაქვავებულა.
ერთ-ერთი ხალხში გავრცელებული ვერსიის თანახმად, ამირანს ყავს ერთგული გოშია ძაღლი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ლოკავს ჯაჭვს და როდესაც ჯაჭვი გაწყვეტამდე მივა, მოფრინდება შავი ყორანი და ამთელებს მას.
სამთო მარშრუტზე მდებარეობს ახალი კეთილმოწყობილი სასტუმრო ბიოტუალეტეით და შაპით. ზღვიდ დონიდან 3700 მეტრზე არის კპიტალური ნაგებობა მეტეოსადგური რომელიც აშენებულია საბჭოთა წყობის დროს. იგი გამოიყენებოდა მეტეოროლოგიური დაკვირვებისთვის.
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ადგილობრივი გიდების და ცხენებით მომსახურეობით.