სოფელი გველეთი

2018-12-18 0 კომენტარები kazbegi

სოფელი გველეთი სტეფანწმინდიდან 9 კილომეტრითაა დაშორებული. მდინარე დევდორაკის მარჯვენა მხარეს განლაგებული ეს სოფელი ზღვის დონიდან 1560 მეტრზე მდებარეობს. 

      1882 წელს გველეთის მიდამოებში გათხრები ჩაუტარებია  ხატისოვს  და აღმოუჩენია გვიანანტიკური  და ადრე შუა საუკუნეების ნივთები: საკინძეები, სამკაულები, მძივები და სხვა  ნივთები რომლებიც ინახება ერმიტაჟში.

     გველეთის ხიდზე რომ გადახვალთ და მარცხნივ  აუყვებით, დაახლოებით ორ კილომეტრში ნახავთ  ორ ულამაზეს ჩანჩქერს.   დიდი ჩანჩქერი პატარძალის სახელითაა ცნობილი. გზად ჩანჩქერისკენ გვხვდება ნახევრად დანგრეული, გვიანდელი შუა საუკუნეების სწორკუთხა გეგმის მქონე კოშკი.

        გველეთის მარჯვენა მხარეს  დევდორაკის ხეობისკენ  არის გულის ფორმის ტბა რომელსაც სიყვარულის ტბას ეძახიან.

     გავუყვეთ ისევ ასფალტიან გზას, გადავიდეთ ხიდზე და  ავუქციოთ გვერდი გვირაბს.  მარცხენა მხარეზე გვხვდება ლომისის წმინდა გიორგის ნიში, რომელიც პატრიარქის კურთხევით ხალხს გადმოუტანია მლეთიდან. თუ მომლოცველები ვერ მიდიან მლეთის ლომისის სალოცავში, ამ ადგილას ლოცულობენ და ანთებენ სანთლებს.

მოუსმინეთ აუდიოჩანაწერს



Let us know what you think

* Required field

კომენტარები (0)