გერგეტის წმინდა სამების მარშრუტი

2018-12-19 0 კომენტარები kazbegi

გერგეტის მარშრუტი სტეფაწმინდიდან იწყება მდინარე თერგის მარცხენა ნაპირიდან ქვემო გერგეტის გავლით, სადაც ადრე მარცვლეულის სახნავ სათესი ყანები იყო, ბეტონის კეთილმოწყობილი გზით, ხვდები ძველისძველ სოფელში გერგეტში, რომელიც მდებარეობს მყინვარის კალთაზე. სოფელ გერგეტის მოსახლეობა საყდრის შვილებად ანუ ეკლესიის შვილ მცველებად იწოდებოდნენ. სუჯაშვილების გვარი უშუალოდ სამების ყმები იყვნენ .

          სოფლის შესასვლელში არის საერთო თავშეყრის ადგილი, რომელსაც „ერობა „ ჰქვია ხშირად აქ წყდებოდა და წყდება სოფლის საჭირბოროტო საკითხი. გზას პირდაპირ თუ გავუყვებით მოხვდებით სოფლის ძველ უბანში  თავისი დამახასიათებელი ჭაჭის ქვით ნაშენები სახლებით საუცხოო შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. ბეტონის გზას პირდაპირ ბოლომდე თუ აუყვებით და შემდეგ მარცხნივ გაუხვევთ, დაახლოებით 50 მეტრში შემორჩენილია  უსახურავო სახლი, სუჯაშვილების ფუძეზე, რომლის კარიბჭეზე გამოსახულია ორი გველი .  ეს მანიშნებელია ქრისტიანობასთან ერთად წარმართული კულტის შერწყმისა . გველი ხევში ითვლებოდა ოჯახის მფარველად  და ვის ფუძეზეც გველი იყო ,,ბედნიარაი ოჯახიაო’’ იტყოდნენ. სახლის სენაჩი ინახებოდა ოჯახის ბარაქა: ყველი, ერბო, ფქვილი, გამხმარი ხორცი, ხორბალი და კარტოხაი ორმოჩი იქვე სენაჩი . სენა ჩაბარებული ჰქონდა უფროს დიასახლისს, რომელსაც პატივისცემის ნიშნად ყველა "დედას" ეძახოდა. შვილები, შვილიშვილებიცკი და რძლებიც. დიასახლისი ეფერებოდა ფუძის გველს და უდგამდა ფიალით რძეს. ხალხი ამბობდა, იმ სახლში, სადაც ფუძის გველია, ბარაქა ტრიალებსო "ბედნიერანო თქვენს ფუძის გველი არისო".

           ხელმარცხნივ ორ მთას შუა ამოზიდულ  კლდეზე მდებარეობს შუა საუკუნეების ზურგიანი კოშკი, რომლის კედლების სიმაღლე კლდის უსწორმასწორო რელიეფის გამო  მინიმუმ 7 მეტრია და მაქსიმუმ 11 მეტრი. კოშკი სასიგნალო დანიშნულებისაა ანუ დარიალის ხეობაში მტერი თუ შემოიჭრებოდა  იქ მდებარე პირველ კოშკზე ანუ ტამარის ციხეზე ხდებოდა ცეცხლის ანთება როგორც კი მას მეორე მეციხოვნე დსაინახავდა აანტებდა თავის კოშკზე ცეცხლ და ასე თანმიმდევრობით  ინთებოდა სასიგნალო ცეცხლი რის  შედეგადაც თბილისი სულ რამდენიე საათში იგებდა მტრის შემოჭრას დარიალის საზღვრიდან.

          კოშკის გვერდის ავლით სამების ტაძრის მარცხენა ფერდობით შეგვიძლია მოვხვდეთ ეკლესიაში თუმცა არსებობს სხვა ალტერნატიული გზებიც: ერთი ტყე-ტყე სოფლის გავლით და მეორე სამანქანო გზა.

         მთის წვერზე ზღვის დონიდან 2200 მეტრზე დგას გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრების კომპლექსი, რომელშიც შედის გუმბათოვანი ტაძარი მე-14 საუკუნის,სამრეკლო მე-15 საუკუნის და საბჭეო მე-15 საუკუნის. გერგეტის სამება ხევის უმთავრესი სალოცავია , საბჭეოში იკრიფებოდა ხალხი და წყვწტდნენნებისმიერ საკითხსს საეროს თუ საომარს. გერგეტის სამების საპატიო ვალდებულება იყო საქართველოს , კერძოდ მცხეთის სამკაულთა და წმინდა ნინოს ჯვარის შენახვისა ომიანობის  დროს. სამების მცველებზე ხალხში გავრცელებულია ასეთი თქმულება. სამების საყდრის ყმებად ოდითგანვე სუჯაშვილები ითვლებოდნენ და ყარაულობითაც ეს გვარივე ყარაულობდა ეკლესიას . ტაძრის გასაღები სოფელში ინახებოდა დეკანოზებთან. ერთხელაც ქიშტებს განუზრახიათ ეკლესიის გაძარცვა და ჩუმად მიხტომიან მცველებს. დაუჭერიათ და გაუკოჭავთ, გასაღებს თურმე სთხოვდნენ. მცველებს უთქვამთ ჩვენ გასაღები არ გვაქვსო. .დიდი წამების მერე ერთ-ერთ მცველს უთქვამს ადით ეკლესიის სახურავზე და იქ ნახავთ სარკმელს და იქიდან ჩამოხვალთო. მართლაც, ასულან ქიშტები და უნახავთ ორი სარკმელი. ჩაუხედავიათ ორივეში და დაუნახიათ ერთ-ერთში კიბის ჩრდილი. ჩასულან ამ სარკმლიდან და დახოცილან. თურმე ისეთი ნაგები ყოფილა სამება რომ იმ სარკმელში სადაც კიბის ანარეკლია, სინამდვილეში არაა კიბე და დაბლა დიდი ხანჯლები იყო დაგებული. ხოლო მეორე ბნელი სარკმელი კი მართლა ჩასასვლელი იყო ტაძარში. მცველების შემცვლელები რომ მოსულან, ამოუტანიათ გასაღები დეკანოზთან ერთად და ხმალ-ხანჯალზე აგებული ქურდები უნახავთ.

წმინდა სამების აშენებასთან დაკავშირებული თქმულებაც არსებობს: ქართლის, კახეთის, იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ თუ სად უნდა აშენებულიყო წმინდა სამების ტაძარი. მაშინ ერთ ბერიკაცს უთქვამს ,,მეფენო, ფურბერწი დაკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა ყორანი და სადაც მას გამოხრავს ტაძარიც იქ ააშენეთო’’.
მეფეებიც ასე მოქცეულან. ყორანს ანანურის თავზე დაუსვენია. იქ სამების ნიშაა აგებული. შემდეგ ბიდარის მთაზე დაფრენილა. აქ ჯვარი აღმართეს. შემდეგ გერგეთში, ელოგეშთში შეუსვენია, აქ სამების ნიშია, ბოლოს სამების წვერზე დაფრენილა და ძვალიც იქ გამოუხრავს.
ამის შემდეგ, მეფეებს დავა მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი პირველს. მეფეებისთვის ურჩევიათ: ,,ბიდარის მთიდან ვინც პირველი ავა სამებაზე, საძირკველიც მან გათხაროსო. ასეც მოიქცნენ.ერთი ხურთისელი კოჭლი კაცი მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა და საძირკველიც მას გაუთხრია.
მტრის შემოსევის დროს მცხეთის ტაძრის საგანძური იხიზნებოდა სამების ამ მონასტერში. აქვე წმინდა ნინოს ჯვარიც ყოფილა დამალული და ეს ჯვარი 1749 წელს სასულიერო პირმა მოსკოვში გაიტანა და იქ ბატონიშვილ ბაქარს გადასცა. მხოლოდ 1801 წელს დაუბრუნდა ეს ჯვარი საქართველოს.

             გერგეტის ტაძრის უკან ტრიალი მინდორია აქ იკრიბება დღემდე ხალხი , რომლებიც სალოცავდ მოდიან სხვასხვა დროს გერგეტობას 16 ივლის და 28 აგვისტოს მარიამობას . შლიან კარვებს და კლავე ცხვარს შესაწირს.

 

აუდიოჩანაწერი