არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის

 

ყაზბეგის განვითარების ჯგუფი- ყაზბეგის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი. (ინგლისურად Kazbegi Development Group-Kazbegi Local Action Group (LAG))

 წესდება

 

 

მუხლი 1

ზოგადი დებულებები

 

1.1.  ყაზბეგის განვითარების ჯგუფი  - ყაზბეგის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (წინამდებარე წესდების მიზნებისთვის შემდგომში წოდებული როგორც ,,ორგანიზაცია“) წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად. (ინგლისურად Kazbegi Development Group-Kazbegi Local Action Group (LAG))

         

1.2.      სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

1.3.       ორგანიზაციის სახელწოდება: ყაზბეგის განვითარების ჯგუფი- ყაზბეგის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი. (ინგლისურად Kazbegi Development Group-Kazbegi Local Action Group (LAG))

 

  1.    ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი -  ა(ა)იპ.

1.5.  ორგანიზაციის იურიდიული მისამართი: რაიონი ყაზბეგი, სოფელი გერგეტი, საქართველო.

1.6.  ორგანიზაციის  ელექტრონული ფოსტის მისამართი:  kazbegilag@gmail.com

1.7. ორგანიზაცია თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. ორგანიზაციის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. ორგანიზაციის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს ორგანიზაცია საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.

 

                                                        მუხლი 2

                                                      მიზნები

2.    ორგანიზაციის საქმიანობის მიზნები:

  • სოფლად განვითარების სახელმწიფო პოლიტიკისა და მექანიზმების მხარდაჭერა ყაზბეგის რაიონში
  • ყაზბეგის რაიონის სოციალური-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივი კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის საფუძველზე
  • ახალგაზრდების განათლების, დასაქმების და განვითარების ხელშეწყობა
  • სოციალური მეწარმეობისა და ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა ყაზბეგის რაიონში
  • საქველმოქმედო და ფილანტროპული საქმიანობა

 

                                                           მუხლი 3

საქმიანობის ფორმები

 

3.1 წესდებით განსაზღვრული მიზნებიდან გამომდინარე ორგანიზაცია:

  • უზრუნველყოფს ყაზბეგის რაიონის ბიზნეს, სამოქალაქო და საჯარო სექტორის წარმომადგენლობას ორგანიზაციის როგორც წევრთა, ასევე მმართველ ჯგუფში. წევრთა საერთო რაოდენობაში საჯარო სექტორის წარმომადგენლები არ უნდა აჭარბებდნენ 50% (პროცენტს);
  • სექტორთშორისი თანამშრომლობისა და მოსახლეობის  ჩართულობით შეიმუშავებს ადგილობრივი (ყაზბეგის რაიონის) განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას და ახდენს მისი განხორციელების მხარდამჭერ საქმიანობას;
  • თანამშრომლობს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელ სტრუქტურებთან, ასევე როგორც ყველა სექტორის წარმომადგენელ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო პირებთან;
  • ეწევა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ ცვლის მისი, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასიათს;
  • ახდენს ქონების დაგროვებას საქველმოქმედო, საგანმანათლებლო და სოციალური-ეკონომიკური პროექტების მხარდასაჭერად;
  • ეწევა ყველა სხვა სახის საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

 

3.2   ორგანიზაცია უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს ორგანიზაციის მიზნების რეალიზებას.  ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება ორგანიზაციის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.

3.3  ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება ორგანიზაციის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს. 

 

 

 

 

 

მუხლი 4

ორგანიზაციის დამფუძნებლები

 

4.1.  ორგანიზაციის დამფუძნებელია:

 

შორენა სუჯაშვილი, პ/ნ 01003000516, ყაზბეგი, გერგეტის უბანი, საქართველო, დაბადების თარიღი: 04.05. 1978

 

4.2. ორგანიზაციის დამფუძნებლის უფლება-მოვალეობები:

 

4.2.1. ორგანიზაციის  დამფუძნებელს უფლება აქვს:

  • აირჩიოს და არჩეულ იქნას ორგანიზაციის მმართველ ჯგუფში ან აღმასრულებელ დირექტორად
  • მონაწილეობდეს ორგანიზაციის საქმიანობაში
  • მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია და დოკუმენტაცია ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანიებისა და პირებისაგან ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ
  • მიიღოს გადაწყვეტილება ორგანიზაციაში ახალი წევრების მიღების შესახებ წესდების შესაბამისად
  • მომავალი 2 წლის განმავლობაში წარმოადგინოს ორგანიზაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში

 

4.2.2. ორგანიზაციის  დამფუძნებელი ვალდებულია:

დაიცვას წინამდებარე წესდება და მომდევნო 2 წლის განმავლობაში მონიტორინგი გაუწიოს ორგანიზაციის მმართველი პირებისა და ორგანოების საქმიანობასა და მიღებული გადაწყვეტილებების წესდებასთან და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიასთან შესაბამისობას. შეუსაბამობის შემთხვევაში დააყენოს მათი პასუხისმგებლობის საკითხი წევრთა საერთო კრებაზე.

 

 

 

მუხლი 5

ორგანიზაციის მართვა

 

       5.1. ორგანიზაციის უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს  წევრთა საერთო კრება და წევრები ერთიანდებიან სხვადასხვა თემატურ სამუშაო ჯგუფებად - 1. ტურიზმისა და ბიზნეს სექტორის განვითარების ჯგუფი, 2. სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი ჯგუფი, 3. განათლების, კულტურისა და დასაქმების ხელმისაწვდომობის მხარდამჭერი ჯგუფი, 4. საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, 5. ახალგაზრდული ინიციატივების ჯგუფი, 6. საერთაშორისო მხარდაჭერის ჯგუფი;

5.2. წევრთა საერთო კრება იმართება მინიმუმ 2 (ორ) წელიწადში ერთხელ და მოიწვევა მმართველი ჯგუფის ან აღმასრულებელი დირექტორის მიერ, სატელეფონო თუ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით.

5.3. წევრთა საერთო კრება:

5.3.1. ასახელებს კანდიდატებს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე, რომელიც მმართველი ჯგუფის მიერ აირჩევა 2 წლის ვადით.

5.3.2. ირჩევს მმართველ ჯგუფს 3 წლის ვადით, რომელიც შედგება მინიმუმ 1 და არაუმეტეს 2 წევრისაგან ყველა თემატური ჯგუფიდან;

5.3.3. 5 წელიწადში ერთხელ შეიმუშავებს და ამტკიცებს ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიასა და შესაბამის სამოქმედო გეგმას;

5.3.4. წევრთა საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია თუ კი კრებაზე ესწრება რეგისტრირებულ წევრთა 30% (პროცენტი);

5.3.5. წევრთა საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე ხმათა უბრალო უმრავლესობით, წევრთა განსხვავებული აზრის დაფიქსირების აუცილებლობის გათვალისწინებით.

 

 

 

მუხლი 6

ორგანიზაციის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა

 

 

6.1. ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ხორციელდება მმართველი ჯგუფისა და აღმასრულებელი დირექტორის მიერ:

 

6.2. ორგანიზაციის მმართველი ჯგუფი:

6.2.1. აირჩევა წევრთა საერთო კრების მიერ 3 წლის ვადით და შედგება მინიმუმ 1 და არაუმეტეს 2 წევრისა თითოეული თემატური სამუშაო ჯგუფიდან;

6.2.2. მმართველი ჯგუფის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს ორგანიზაციის რეგისტრირებული წევრი და აირჩეს თემატური ჯგუფის წევრების მიერ უბრალო უმრავლესობის პრინციპით;

6.2.3. მმართველი ჯგუფი ახორციელებს ორგანიზაციის საქმიანობის დაგეგმვას, სტრატეგიული მიმართულებებისა და დაფინანსების წყაროების მოძიების საქმიანობების განსაზღვრას; წევრთა საერთო კრებასთან კონსულტაციის საფუძველზე შეიმუშავებს ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიასა და შესაბამის სამოქმედო გეგმას; ამტკიცებს ადმინისტრაციულ პოზიციებზე თანამშრომლების კანდიდატურას და ახდენს ფინანსური ოპერაციებისა და ადმინისტრაციული პროცედურების დაცვის კონტროლს; მინიმუმ 2 წელიწადში ერთხელ, წევრთა საერთო კრებას აბარებს ანგარიშს განხორციელებული საქმიანობისა და მომავალი გეგმების შესახებ, ხოლო დამფუძნებელს ნებისმიერ დროს მოთხოვნის შემთხვევაში; 2 წელიწადში ერთხელ, ხმათა უბრალო უმრავლესობითა და განსხვავებული აზრის დაფიქსირების აუცილებლობის პრინციპით, ირჩევს და ათავისუფლებს ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, რომლის კანდიდატურასაც ასახელებს წევრთა საერთო კრება; იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციის სხვადასხვა ქსელსა და კოალიციაში გაწევრიანების შესახებ; საჭიროების შემთხვევაში ეხმარება აღმასრულებელ დირექტორს საზოგადოებასთან ურთიერთობისა თუ სხვა კონკრეტული აქტივობების განხორციელებაში. მმართველო ჯგუფის სამუშაო შეხვედრები იმართება მინიმუმ 3 (სამ) თვეში ერთხელ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოიწვევა აღმასრულებელი დირექტორის მიერ შეუზღუდავი რაოდენობით.

6.2.4. მმართველი ჯგუფის სრული შემადგენლობის ან რომელიმე წევრის ვადამდე გადაყენება შესაძლებელია თუ:

  • მმართველი ჯგუფი/კონკრეტული წევრი არ არსულებს წევრთა საერთო კრების წინაშე წარდგენილ გეგმას, ან ასრულებს არაეფექტურად (40% და ნაკლები გაწერილი საქმიანობებიდან)
  • არ მონაწილეობს ორგანიზაციის საქმიანობაში 6 თვის განმავლობაში
  • არ ესწრება მმართველი ჯგუფის სამუშაო შეხვედრებს 6 თვის განმავლობაში(გარდა იმ გამონაკლისისა, როდესაც წევრი დროებით საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება და არ გააჩნია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალება)
  • მისი ქცევა ან განცხადებები ეწინააღმდეგება ორგანიზაციის მიზნებს და ღირებულებებს ან ზიანს აყენებს ორგანიზაციის ღირსებას და ავტორიტეტს
  • ბოროტად იყენებს (არამიზნობრივად, პირადი ინტერესების შესაბამისად) ორგანიზაციის ქონებას, გავლენას და ავტორიტეტს.

6.2.5.  მმართველი ჯგუფის/მისი წევრის გადაყენების საკითხის დღის წესრიგში დაყენება შეუძლია, როგორც აღმასრულებელ დირექტორს და დამფუძნებელს, ასევე ორგანიზაციის 10 წევრს ერთობლივად. საკითხის ინიციატორმა წერილობით უნდა დაასაბუთოს 4.2.4.-პუნქტში გათვალისწინებული გარემოებების დადგომა.

6.2.6. მმართველი ჯგუფის/მისი წევრის ვადამდე ადრე გადაყენების საკითხს განიხილავს წევრთა საერთო კრება, ხელმძღვანელობს რა, ინიციატორის მიერ წარმოდგენილი წერილობითი გარემოებებითა და მმართველი ჯგუფის/წევრის წერილობითი და ზეპირი განმარტებებით. წევრთა საერთო კრება მმართველი ჯგუფის/მისი წევრის ვადამდე ადრე გადაყენების საკითხს გადაწყვეტს ხმათა უბრალო უმრავლესობით, წერილობითი დასაბუთებითა და განსაკუთრებული აზრის დაფიქსირების აუცილებლობის პრინციპით.

6.2.7. წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილება მმართველი ჯგუფის/მისი წევრის ვადამდე ადრე გადაყენების შესახებ, შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში, ან დავა მოგვარდეს საარბიტრაჟო/მედიაციის გზით.

6.3. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი:

6.3.1. ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას  ახორციელებს აღმასრულებელი დირექტორი(გარდა იმ საკითხებისა, რომელიც შედის მმართველი ჯგუფისა და წევრთა საერთო კრების კომპეტენციაში), რომლის კანდიდატურაც სახელდება წევრთა საერთო კრების მიერ და აირჩევა მმართველი ჯგუფის მიერ 2 წლის ვადით.

6.3.2 დაუშვებელია აღმასრულებელი დირექტორი იმავდროულად იყოს მმართველის ჯგუფის წევრი

6.3.3. აღმასრულებელი დირექტორი წარმართავს ორგანიზაციის საქმიანობას წესდებით განსაზღვრული მიზნების შესაბამისად და ხელმძღვანელობს მმართველი ჯგუფის მიერ შემუშავებული პროგრამული გეგმისა და წევრთა საერთო კრების მიერ დამტკიცებული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით.

6.3.4. მმართველ ჯგუფს წარუდგენს ადმინისტრაციულ პოზიციებზე დასამტკიცებელ კანდიდატებს (ფინანსური კოორდინატორი, ადმინისტრაციული თანაშემწე და ა.შ.), ერთპიროვნულად ზედამხედველობს ორგანიზაციის მატერიალური და არამატერიალური ქონების მართვას (შეძენა, სამეურნეო საკითხები) და მმართველი ჯგუფის წერილობითი თანხმობის საფუძველზე (უბრალო უმრავლესობით) ახორციელებს საკუთრების გასხვისებას ამ წესდების 3.3 მუხლის შესაბამისად.

6.3.5. ხელს აწერს ყველა ოფიციალურ ადმინისტრაციულ თუ ფინანსურ დოკუმენტს და ანგარიშვალდებულია მმართველი ჯგუფისა და დამფუძნებლის წინაშე.  

  1. 6.4 ორგანიზაციის პირველი საერთო კრების მოწვევამდე, მმართველი ჯგუფისა და აღმასრულებელი დირექტორის არჩევამდე,ყაზბეგის განვითარების ჯგუფი- ყაზბეგის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი-ის აღმასრულებელი დირექტორის ყველა ფუნქციას ახორციელებს დამფუძნებელი: შორენა სუჯაშვილი (პ/ნ 01003000516, ყაზბეგი გერგეტის უბანი, საქართველო, დაბადების თარიღი: 04.05. 1978)

6.5.1. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ვადამდე გადაყენება შესაძლებელია თუ:

  •  არ ასრულებს წევრთა საერთო კრების და მმართველი ჯგუფის წინაშე წარდგენილ გეგმას, ან ასრულებს არაეფექტურად (40% და ნაკლები გაწერილი საქმიანობებიდან)
  • არ მონაწილეობს ორგანიზაციის საქმიანობაში 3 თვის განმავლობაში
  • არ ესწრება მმართველი ჯგუფის სამუშაო შეხვედრებს 3 თვის განმავლობაში(გარდა იმ გამონაკლისისა, როდესაც დროებით საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება და არ გააჩნია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალება)
  • მისი ქცევა ან განცხადებები ეწინააღმდეგება ორგანიზაციის მიზნებს და ღირებულებებს ან ზიანს აყენებს ორგანიზაციის ღირსებას და ავტორიტეტს
  • ბოროტად იყენებს (არამიზნობრივად, პირადი ინტერესების შესაბამისად) ორგანიზაციის მატერიალურ და არამატერიალურ ქონებას,ფულად სახსრებს, გავლენას და ავტორიტეტს.

6.5.2.  ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის გადაყენების საკითხის დღის წესრიგში დაყენება შეუძლია, როგორც მმართველ ჯგუფს და დამფუძნებელს, ასევე წევრთა საერთო კრების მინიმუმ 10 წევრს. საკითხის ინიციატორმა წერილობით უნდა დაასაბუთოს 6.5.1.-პუნქტში გათვალისწინებული გარემოებების დადგომა.

6.5.3. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ვადამდე ადრე გადაყენების საკითხს განიხილავს წევრთა საერთო კრება, ხელმძღვანელობს რა, ინიციატორის მიერ წარმოდგენილი წერილობითი გარემოებებითა და აღმასრულებელი დირექტორის წერილობითი და ზეპირი განმარტებებით. წევრთა საერთო კრება აღმასრულებელი დირექტორის ვადამდე ადრე გადაყენების საკითხს გადაწყვეტს ხმათა უბრალო უმრავლესობით, წერილობითი დასაბუთებითა და განსაკუთრებული აზრის დაფიქსირების აუცილებლობის პრინციპით.

6.2.7. წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილება აღმასრულებელი დირექტორის ვადამდე ადრე გადაყენების შესახებ, შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში.

 

 

მუხლი 7

წევრთა უფლებები და მოვალეობები

 

7.1. ორგანიზაციის წევრად მიღება ხორციელდება განაცხადის საფუძველზე, რომელიც წარედგინება გადაწყვეტილების მისაღებად დასაწყისისათვის დამფუძნებელს და 2017 წლიდან მმართველ ჯგუფს.

7.2. ორგანიზაციის წევრი შეიძლება იყოს პირი 18 წლის ასაკიდან, როგორც საქართველოს ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე, ასევე საქართველოში რეგისტრირებული თუ საერთაშორისო იურიდიული პირი, რომელიც გამოთქვამს დაინტერესებას ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად ყაზბეგის რაიონის განვითარებაში შეიტანოს წვლილი და გაერთიანდეს წევრთა საერთო კრების თემატურ სამუშაო ჯგუფებში. გამონაკლისი ასაკობრივ შეზღუდვაზე დაიშვება ახალგაზრდული ინიციატივების ჯგუფის წევრობის მსურველთა მიმართ და მინიმალური ასაკი განისაზღვრება 12 წლით(ხმის უფლების შეზღუდვით წევრთა საერთო კრებაზე).

7.3. ორგანიზაციის წევრობის დატოვება შესაძლებელია, წევრის მიერ აღმასრულებელი დირექტორის სახელზე წარდგენილი  პირადი განცხადების საფუძველზე.

7.4. წევრობის შეჩერება ან ჩამორთმევა შესაძლებელია მმართველი ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე თუ წევრი:

1. არ მონაწილეობს ორგანიზაციის საქმიანობაში 2 წლის განმავლობაში

2. არ ესწრება წევრთა საერთო კრებებს 4 წლის განმავლობაში

3. მისი ქცევა ან განცხადებები ეწინააღმდეგება ორგანიზაციის მიზნებს და ღირებულებებს ან ზიანს აყენებს ორგანიზაციის ღირსებას და ავტორიტეტს

4. ბოროტად იყენებს (არამიზნობრივად, პირადი ინტერესების შესაბამისად) ორგანიზაციის ქონებას, გავლენას და ავტორიტეტს.

7.5. ორგანიზაციის წევრს უფლება აქვს: მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის საქმიანობაში, ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში, არჩეულ იყოს და აირჩიოს მმართველი ჯგუფი და აღმასრულებელი დირექტორი, მოითხოვოს ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ.

7.6. ორგანიზაციის წევრი ვალდებულია: მონაწილეობა მიიღოს წევრთა საერთო კრებებში და კრების საქმიანობაში, ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს მხოლოდ ამ წესდებით გათვალისწინებული მიზნების და წევრის უფლება-მოვალეობების შესაბამისად, პატივი სცეს ორგანიზაციის ღირებულებებს და ზიანი არ მიაყენოს მის ავტორიტეტს. 

 

           

 

 

 

მუხლი 8

საზოგადოების ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია

 

8.1.      ორგანიზაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით წესდებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა გარემოებების შედეგად.

8.2. ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.

           8.3. გადაწყვეტილება საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

           8.4. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავს ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება 8.5. მუხლში გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად.

8.5. ორგანიზაციის ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:

ა) ემსახურება  საქველმოქმედო მიზნებს;

ბ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. 

 გ) გასხვისება ხელს უწყობს მიე მიერ დასახული მიზნების მიღწევას.

8.6. აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება ორგანიზაციის დამფუძნებლებს, წევრებს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.

8.7. თუ ორგანიზაციის წევრთა საერთო კრებამ არ განსაზღვრა ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ორგანიზაციას. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს ან შეუძლებელია ასეთი ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.

         8.8. ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი - აღმასრულებელი დირექტორი ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი პასუხს აგებს, როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.

8.9. ორგანიზაცია წყვეტს არსებობას და ითვლება გაუქმებულად სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის მომენტიდან.

 

 

მუხლი 9

დასკვნითი დებულებები

 

9.1.      წინამდებარე წესდება (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება) ძალაში შედის ყველა დამფუძნებლის/წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.

9.2.      თუ ამ წესდების (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმების) რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.

9.3       ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.

9.4.  ორგანიზაციის ოფიციალური და სამუშაო ენაა - ქართული ენა.

9.5.  წინამდებარე წესდება ძალაში შედის მეწარმეთა და არასამეწარმეო პირთა რეესტრში რეგიისტრაციის მომენტიდან.

 

 

__________________________                                    /________________________/                       (დამფუძნებლის/წევრის სახელი, გვარი)                                                                                (ხელმოწერა)