პროექტები
ქორწილი ყაზბეგში - ტრავედინგი
სიყვარულისა და ტრადიციების ზეიმი ყაზბეგში!
მოხარულები ვართ მიმოვიხილოთ პროექტის „კრეატიული მთები“ ერთ- ერთი ყველაზე ჯადოსნური მომენტი - ტრადიციული ქორწილი ყაზბეგში.
რეალური წყვილი, რეალური ტრადიციები: ჩვენი ადგილობრივი მემკვიდრეობის სრული დაცვითა და პატივისცემით, ულამაზესმა წყვილმა იქორწინა ყაზბეგის თვალწარმტ ბუნებაში. გარშემორტყმული ოჯახის წევრებითა და მეგობრებით. რელიგიური დალოცვიდან დაწყებული ტრადიციული წეს- ჩვეულებებითა და რიტუალებით დამთავრებული, თითოეული წუთი იყო ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი.
ძველისა და ახლის ნაზავი: ეს ქორწილი არ იყო მხოლოდ წარსულის, წეს- ჩვეულებების ჩვენება, ეს იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება წარსული და აწმყო შეერწყას ერთმანეთს, ჩვენი მდიდადრი ისტორიის გათვალისწინებით და მის ინოვაციურ მიდგომებთან შერწყმით, ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ ყაზბეგის ტურისტული პოტენციალი და შესაძლებლობა.
კულტურათა გაცვლა: ჩვენმა სლოვაკმა მეგობრებმა დამატებითი შარმი შესძინეს ქორწილის ცერემონიას, სლოვაკური კულტურისა და ელეგანტურობის გაზიარებით. მათმა მონაწილეობამ არა მარტო გაამდიდრა ჩვენი ღონისძიება, არამედ კიდევ ერთხელ გვაჩვენა თუ როგორი უნივერსალურია სიყვარულისა და ლხინის გაზიარების ენა.
მიმართულება ყაზბეგი: თავისი მაგიური ბუნებით, მდიდადრი კულტურით, სტუმართმოყვარეობით ყაზბეგი იდეალური ადგილია წყვილებისთვის მათი დაუვიწყარი საქორწილო დღესასწაულის მოსაწყობად. დათოვლილი მთების ფონზე ერთმანეთისთვის სურვილების განდობისა თუ ვარსკვლავებით მოჭედილი ღია ცის ქვეშ ცეკვის დროს, ყაზბეგი გპირდებათ, რომ თქვენს განსაკუთრებულ დღეს, ნამდვილად ჯადოსნურს გახდის.
შემოგვიერთდით სიყვარულის, ტრადიციისა და უსაზღვრო შესაძლებლობების აღსანიშნავად, რომელიც ყაზბეგში გელით!
ფოტოგრაფი - იაკობ ანტიპენკო
მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები არის მხოლოდ ავტორის პოზიცია და არ არის აუცილებელი ის ასახავდეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის სააგენტოს (EACEA) შეხედულებებს. არც ევროკავშირი და არც სააგენტო (EACEA) არ არიან პასუხისმგებელნი მის შინაარსზე