აღმოაჩინე ტრადიციული მოხეური თექის სახელოსნო : ხელოვნების თავშესაფარი ყაზბეგში

2024-05-10 0 კომენტარები kazbegi

გვინდა გაგაცნოთ  პროექტის „კრეატიული მთები“ კიდევ ერთ ბენეფიციარი - ხელოვნების სახლი, „ მოხეური თექა“. 

ყაზბეგის რეგიონის შუაგულში მდებარეობს ულამაზესი ხელოვნების სახლი, სადაც შეგიძლიათ დაეუფლოთ ქართულ ტრადიციულ ხელსაქმეს მოხეური თექის მოთელვას. ამ საოცარი გარემოს შემქმნელია  თამარ სუჯაშვილი, რომლის დაუღალავი შრომის შედეგად იქცა „მოხეური თექა“ ტრადიციისა და კრეატიულობის სავანედ, სადაც ინარჩუნებენ და პოპულარიზაციას უწევენ ამ უძველეს ხელსაქმეს.

წლების განმავლობაში, თამარი იყო „მოხეური თექის“ მამოძრავებელი ძალა, როგორც კრეატიული დირექტორი და უნიკალური ნიჭის მქონე ხელოვანი. თავის გუნდთან ერთად, მან შექმნა მრავალფეროვანი და უნიკალური ხელნაკეთი ნიმუშები ადგილობრივი მატყლისგან. ის ამ ცოდნას და გამოცდილებას უზიარებს და გადასცემს მომავალ თაობას.

„მოხეურ თექაში“ სტუმრებს სიამოვნებით უმასპინძლდებიან, თამარის დახვეწილი ნამუშევრები ამშვენებს სივრცის ყველა კუთხეს. რთული დიზაინის აქსესუარებიდან დაწყებული, უჩვეულო დეკორატიულ კომპოზიციებამდე, თითოეული ნამუშევარი ასახავს თამარის ერთგულებას მისი საქმისადმი და თანამედროვე და ტრადციული დიზაინის ელემენტების ჰარმონიულ შერწყმას.

თამარის შემოქმედებაში უმთავრესი ადგილი უჭირავს ადგილობრივად მოპოვებული მატყლის გამოყენებას, მათ შორის უმაღლესი ხარისხის მერინოსის მატყლისა, რაც მის ნამუშევრებს ანიჭებს გასაოცარ სირბილესა და გამძლეობას.  ხელოვნების სახლი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, აქ არის  საგამოფენო და სამუშაო სივრცეები, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დაესწრონ სამუშაო პროცესს, გახდნენ ამ უნიკალური პროცესის მონაწილეები.

მაგრამ „მოხეური თექა“ ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მარტო სახელოსნო. ეს არის კულტურული ცენტრი, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ყაზბეგის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად იქცნენ. თამარის შემოქმედების გაცნობის გარდა, მათ შეუძლიათ დააგემოვნონ ადგილობრივი მცენარეული ჩაი და მურაბები, რომელიც თვითონ თამარის მიერაა გაკეთებული და მოპოვებული ადგილობრივ გარემოში.

თავისი სტუმართმოყვარეობით, გასაოცარი ცოდნითა და გამოცდილებით,  ქართული ტრადიციების შენარჩუნების ერთგულებით, „მოხეური თექა“  იწვევს სტუმრებს, რათა უშუალოდ გაეცნონ მდიდარ და უნიკალურ ქართულ კულტურას. მიუხედავად იმისა, ხარ გამოცდილი პროფესიონალი ამ სფეროში, თუ უბრალოდ გინდათ დაუვიწყარი გამოცდილება მიიღოთ, „მოხეური თექა“ შთაგაგონებთ და მოგხიბლავთ.

შემოუერთდით თამარს და მის გუნდს „მოხეურ თექაში“ და აღმოაჩინეთ თექის კეთების მაგიური პროცესი ყაზბეგის შუაგულში. ეწვიეთ ამ უნიკალურ სივრცეს, რათა იხილოთ ხელოვნება პროცესში, შეიძინოთ უნიკალური საგანძური და ჩაეფლოთ ქართული ხელსაქმის ულამაზეს სამყაროში.

ფოტოგრაფი - დანიელ მირლეა

 მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ

 

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები არის მხოლოდ ავტორის პოზიცია და არ არის აუცილებელი ის ასახავდეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის სააგენტოს (EACEA) შეხედულებებს. არც ევროკავშირი და არც სააგენტო (EACEA) არ არიან პასუხისმგებელნი მის შინაარსზე