ქართული ღვინის დეგუსტაცია. ჰოსტელი „ HQ Of Nove Sujashvili”, პროექტის „ კრეატიული მთები“ ბენეფიციარი

2024-05-10 0 კომენტარები kazbegi

ჰოსტელი „HQ of Nove Sujashvili“ , პროექტის „კრეატიული მთები“ ბენეფიციარია, რომელიც სოფელ გერგეტში მდებარეობს. ჰოსტელს უძღვებიან დინამიური მასპინძლები, ინა და ტატო, რომლებიც გეპატიჟებიან და გთავაზობენ ქართული ღვინის დეგუსტაციას და ტრდადიციული სამზარეულოს იშვიათ კერძების დაგემოვნებას.  

ინა და ტატო ქართული ღვინის საუკეთესო თვისებებზე, ისტორიასა და ტრადიციაზე მოგაწვდიან ინფორმაციას დეგუსტაციის დროს, რომლის დროსაც შეგიძლიათ სხვადსხვა კუთხის, ტერუარისა თუ ჯიშის ღვინო დააგემოვნოთ. დეგუსტაციის დროს სტუმრებს ინა და ტატო გადასცემენ ინფორნაციას არა მარტო ღვინოზე, თუ რა ტიპის ღვინოა და როგორი ტექნოლოგიითაა დამზადებული, არამედ ღვინის გავლით უყვებიან საქართველოს ისტორიას, რომელიც ასე მჭიდროდაა გადაჯაჭვული ღვინის კულტურასთან.

ჰოსტელში „HQ of Nove Sujashvili“ ღვინოსთან ერთად გთავაზობენ ქართული სამზარეულოს იშვიათ და ადგილობრივ კერძებს, რომელიც ქართული კულინარიული მემკვიდრეობის ნაწილია. ინა და ტატოს მიერ მოწყობილ ქართულ ტრდაციციულ სუფრაზე, ხდებით ნაწილი ქართული ტრდადიციული დღესასწაულისა -  ხალხური სიმღერით, თამადით, სადღეგრძელოების ტრდადიციითა და ნამდვილი ქართული სუფრის კულტურით.

სტუმრები, არა მარტო ხდებიან ქართული სუფრის ნამდვილი მონაწილეები, არამედ ისინი ასევე ხელს უწყობენ ქართული კულტურის და ტრადიციების პოპულარიზაციას.

შემოუერთდით ჩვენს სერვისებს ჰოსტელ „ HQ of Nove Sujashvili“ - ში და გახდით ამ კულტურისა და ტრდაციების ნაწილი. ინა და ტატო გეპატიჟებათ, ერთად ავწიოთ ჭიქები და შევსვათ ქართული ღვინის სადღეგრძელო.

ფოტოგრაფი - იაკობ ანტიპენკო

 მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები არის მხოლოდ ავტორის პოზიცია და არ არის აუცილებელი ის ასახავდეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის სააგენტოს (EACEA) შეხედულებებს. არც ევროკავშირი და არც სააგენტო (EACEA) არ არიან პასუხისმგებელნი მის შინაარსზე