პროექტი „კრეატიული მთები“

2023-02-10 0 კომენტარები kazbegi

პროექტი „კრეატიული მთები“

პროექტის ტიპი: კავშირი ბუნებას, კულტურასა და ხელოვნებას შორის

მონაწილე ქვეყნები: სლოვაკეთი, საქართველო, სომხეთი

ხანგრძლივობა: 2022 წლის დეკემბერი - 2024 წლის მარტი

მთლიანი ბიუჯეტი: 249 700 ევრო (მათ შორის 80% ევროკავშირის გრანტი)

მთავარი მიზანი: მთიანი დასახლებების ტერიტორიების კრეატიული წარმოჩენა (ფრომოუშენი)

პროექტის აღწერა
პროექტი აერთიანებს შემოქმედებით ადამიანებს და ინოვაციურ მიდგომებს, რათა მოხდეს კულტურათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება, ასევე მხატვრების, პროფესიონალების ტრანსნაციონალური მობილურობის მხარდაჭერა და  საქართველოს, სომხეთისა და სლოვაკეთის მთიანი რეგიონების უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. პროექტი იყენებს კულტურულ ღონისძიებებს, საკომუნიკაციო კამპანიებს და ციფრულ ტექნოლოგიებს, რათა ხელი შეუწყოს საერთაშორისო გაცვლით ღონისძიებებს, კულტურულ მრავალფეროვნებას და ამ კუთხეების მდგრად განვითარებას. მისი საქმიანობა მიმართულია მუსიკის, გასტრონომიის, ხელსაქმის და სხვა მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ფორმების პოპულარიზაციისკენ. პროექტი ახალ მარკეტინგულ და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს მოუტანს შეიტანს წვლილს 3 მთიანი რეგიონის ტურიზმის მდგრად განვითარებაში. პროექტის ფარგლებში დაარსებული პარტნიორთა ქსელი შექმნის შესაძლებლობების განვითარების სივრცეს ადგილობრივი კულტურის წარმომადგენლებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის, რომლების მონაწილეობენ რეგიონულ განვითარებაში, ასევე აამაღლებს ცალკეული რეგიონების ცნობადობას, მათ შორის ქვეყნების საზღვრებს გარეთ, და გახდება ევროპის ანალოგიურ სუბიექტებსა და რეგიონებთან სამომავლო ურთიერთკავშირის საფუძველი. 

პროექტი ფოკუსირებულია შემდეგ მთავარ აქტივობებზე:

  1. კულტურის სფეროსა და სოფლის მდგრადი განვითარების საუკეთესო ევროპული გამოცდილების გადაცემა სლოვაკეთში, საქართველოსა და სომხეთში. მონაწილე ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა სასწავლო ტურების, ვებინარების და გამოცდილების ურთიერთგაზიარების მეშვეობით;
  2. გამოიყენოს პროექტი „კრეატიული მთების“ წამყვანი თემა, როგორც ადგილობრივი მხატვრების და კულტურის მოღვაწეთა თანამშრომლობის და შემოქმედების კატალიზატორი, და მოაწყოს 3 ფოლკლორულ-გასტრონომიული ფესტივალი, რომლების გაახანგრძლივებენ ტურისტულ სეზონს და მხარს დაუჭერენ ადგილობრივ თემებს.
  3.  მთიანი რეგიონების უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის, როგორც ევროპის მდიდარი კულტურის ნაწილის წარმოჩენა და ინტერპრეტირება, ამ მთიან რეგიონებში შემოქმედებითი ადამიანების მოზიდვის გზით (მაგალითად 30 ბლოგერი და ფოტოგრაფი) და ადგილობრივი ბუნებით, კულინარიული მემკვიდრეობით, მუსიკითა და მიმზიდველი გარემოთი მათი აღფრთოვანება. მხატვრები და კრეატიული პროფესიონალები, ციფრული მედიის მეშვეობით, გაუზიარებენ ამ რეგიონების შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებებს და ფოტოებს მილიონობით ადამიანს მთელს ევროპაში.

მაჰაონ ინთერნეშინელის როლი: პროექტის დიზაინი და მენეჯმენტი

პარტნიორები: ყაზბეგის განვითარების ჯგუფი, გერმანიის ბუნების დაცვის კავშირის (NABU) განყოფილება სომხეთის რესპუბლიკაში

ასოცირებული პარტნიორები: ეროვნული პარკი „გესოიზე“ (ავსტრია), სტრაჟნიჩკოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ასოციაცია “Slow Food Tatry”, სოფელ „ვერნარის“ ადმინისტრაცია

ჩართული დაცული ტერიტორიები: ეროვნული პარკი „სლოვაკეთის სამოთხე“ (სლოვაკეთი), ყაზბეგის დაცული ტერიტორია (საქართველო), დილიჯანი, „არპას“ დაცული ლანდშაფტი და „შიკაჰოხის“ სახელმწიფო ნაკრძალი (სომხეთი)

 

 

წინამდებარე ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მისი შინაარსი მთლიანად წარმოადგენს „მაჰაონ ინთერნეშინელის“ პასუხისმგებლობის სფეროს და არ არის აუცილებელი წარმოადგენდეს ევროკავშირის პოზიციას. 

 

Funded by the European Union. Views and opinions expressed are however those of the Machaon International only and do not necessarily reflect those of the European Union or the granting authority European Education and Culture Executive Agency. Neither the European Union nor the granting authority can be held responsible for them.”



Let us know what you think

* Required field

კომენტარები (0)