ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს ჩეხეთის რესპუბლიკიდან „ფიფლ ინ ნიდ“-ის თანამშრომელი პაველ ბელეჩკი სტუმრობს.

სამუშაო ვიზიტის მიზანია ჯგუფის წევრებისთვის გამოცდილების გაზიარება და სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო უნარჩვევების გამომუშავება. ტრენინგ კურსი 31 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მოიცავს როგორც თეორიული მასალის გაცნობას ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს.

 აღნიშნული აქტივობის ფარგლებში გუნდის წევრები ჩამოაყალიბებენ იდეებს და შეიმუშავებენ კონცეფციას, რომელზეც სამომავლოდ უნდა გაგრძელდეს მუშაობა.  ტრენინგის მიზანია ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებმა მოამზადონ ნიადაგი სამომავლოდ დამოუკიდებელი ფუნქციონირებისთვის და უზრუნველყონ ორგანიზაციის მდგრადობა.



Let us know what you think

* Required field

კომენტარები (0)