ყაზბეგის მოქმედების ჯგუფი

LEADER მიდგომა 20 წლის განმავლობაში იყო ევრო კავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი. მისი პილოტირება ეხლა ხდება საქართველოში.   პინ-ი მხარს უჭერს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესის თანამონაწილეობით მექანიზმს ჩამოყალიბებას ისევე როგორც რეგიონის მდგრად განვითარებასა და მისი მაცხოვრებელების ცხოვრების დონის ამაღლებას. კვ დონის ამაღლებას.
კვლევები, მონიტორინგები და შეფასებები ხელს შეუწყობს ადგილობრივ კონტექსტში ადაპტირებულ LEADER-ის მიდგომის განხორციელებას, რომელიც თავის მხრივ საქართველოში სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების გარანტი იქნება.
 
LEADER-ის მიდგომის ძირითადი პრინციპია შეკრას ყველა მიმართულების მოთამაშე, ეს იქნება ადგილობრივი მთავრობა, კერძო თუ სამოქალაქო სექტორი, ისევე როგორც რაიონის მკვიდრნი  და ჩამოაყალიბოს მათ შორის მჭიდრო თანამშრომლობა, რათა მოხდეს ადგილობრივი რესურსების უფრო ეფექტური გამოიყენება.
ყაზბეგის რაიონის ადგილობრივ თვითმართველობა, მეწარმეები, ფერმერები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები და სხვა მნიშვნელოვანი მოთამაშეები როგორიც არის ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია არიან მოწვეულნი მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი სტრატეგიის შემუშავებაში და გახდნენ ადგილობრივი მოქმედების ჯგუფის წევრები.

სტრატეგიის შემუშავების შემდეგ ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის გამოცხადდება მცირე საგრანტო კონკურსი. მთელი ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე ყაზბეგის მაცხოვრებლებისათვის.

იმისათვის რომ მოხდეს ინოვაციური მეთოდოლოგიის ეფექტური დანერგვა პროექტი ითვალისწინებს მიზან ჯგუფებისათვის უნარების განვითარებას. ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებას თუ მიმოვიხილავთ, დავინახავთ რომ ეს მიდგომა აქტიურ ინდივიდებს აძლევს საშუალებას მოახდინონ სოციალური ქსელების მობილიზება, ასევე ზრდის სამოქალაქო ჩართულობა რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

მცირე გრანტებით მხარდაჭერლი ინდივიდუალური პროექტები შეიძლება გახდნენ მიბაძვის პოზიტიური მოდელები.
 
დონორი: ევრო კომისია და ჩეხეთის განვითარების სააგენტო
პარტნიორები: ადგილობრივი მოქმედების ჯგუფების ჩეხეთის ეროვნული ქსელი. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა" 
განხორციელების ადგილი: ყაზბეგი 
განხორციელების პერიოდი: 01/07/2015 -01/11/2017