თამო შიოლაშვილის ფოტო ინტერვიუ

2018-01-16 0 კომენტარები kazbegi

მეგობრებო, კიდევ ერთი საინტერესო ფოტო ინტერვიუს გიზიარებთ და გაგაცნობთ ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მოხალისეს.

თამო შიოლაშვილი პროფესიით დიზაინერია, Lag Kazbegi–ს წევრი და ახლა უკვე ბენეფიციარია. გადაწყვიტა ჰობი პროფესიად ექცია და საგრანტო კონკურსში ბიზნეს იდეა წარადგინა რაც მის მშობლიურ სახლში სახელოსნო სალონის მოწყობას გულისხმობს, თამო ქმნის ტანისამოსს და აქსესუარებს ქალების და მამაკაცებისთვის. მისი ნამუშევრები წარდგენილი იყო ახალგაზრდა დიზაინერთა ჩვენებებზე ბაქოსა და ბულგარეთში.

თამო შიოლაშვილი LAG Kazbegi-ს ფონდების მოძიების გუნდის აქტივობებში მოხალისეობრივად ერთვება და სამომავლოდ საინტერესო გეგმები აქვს პროფესიიდან გამომდინარე.  

„ყოველი დღე უფლის საჩუქარია შენთვის. ყოველი დღე არის ახალი შანსია რაღაც ახლის კეთების. გაახილე თვალები ყოველ დილით იმედიანად, დაისახეთ მიზნები, იბრძოლე და გააკეთე ყველაფერი რომ განახორციელო რეალურად. აკეთე შენი საქმე პატიოსნად და ღირსეულად. არ შეგაშინოს სხვების კრიტიკამ და დაცინვამ, წარუმატებელია მცდელობებმა. გადალახე ეს რაღაცეები და არასოდეს შეწყვიტო წინსვლა, შენი ოცნებები და არასოდეს დანებდე. ეს ყველაფერი  შენ გაძლიერებს. ეს ყველაფერი გიბიძგებს შენ გააკეთო უფრო მეტი რომ განახორციელო შენი ოცნებები რეალურად. ყოველი დღე, ყოველი წუთი, ყოველი წამი მნიშვნელოვანია ჩვენ ცხოვრებაში. ცხოვრება მშვენიერია მიუხედავად იმისა რომ  ხშირად ვუშვებთ შეცდომებს, ხშირად ვგრძნობთ ტკივილს, ხშირად ვართ იმედგაცრუებული, პრობლემებით დაღლილები.

არასოდეს დანებდე და ყოველ დღე როცა გაიღვიძებ თქვი ყველაფერი კარგად იქნება. მე ამას შევძლებ. ყოველი შეცდომაზე ვსწავლობთ. ყოველ დიდ ტკივილს მოსდევს დიდი სიხარული. ყოველ ადამიანს აქვს გარკვეული როლი ჩვენს ცხოვრებაში. დაეხმარე ადამიანებს ყველაფრით რაც შეგიძლია. ყველას აქვს ის რის გამოც უნდა გიყვარდეს და აფასებდე მათ. სიკეთე, ეს არის ის რაც გვაბედნიერებს. იყავი ბედნიერი შენი ცხოვრებით. იცხოვრე დღევანდელი დღით, გამოხატე შენი გრძნობები იმიტომ რომ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა. აკეთე კარგი, იბრძოლე ღირსეულად, იოცნებე, გიყვარდეს და იცხოვრე“ . 

თამო შიოლაშვილი



Let us know what you think

* Required field

კომენტარები (0)