ბლოგი
Shota Sabauri's photo interview
შოთა საბაურის ფოტო ინტერვიუ
ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი აგრძელებს ფოტოინტერვიუებით საინტერესო ადამიანების გაცნობას, ამჯერად ჩვენი ბლოგერი გუნდის ერთერთი ყველაზე აქტიური და მოტივირებული წევრი შოთა საბაურია.
პროფესიით სამხედრო, 13 წლიანი სამხედრო გამოცდილებით, დაჯილდოვებული რაამოდენიმე სამხედრო ჯილდოთი, მათ შორის საბრძოლო დამსახურებისთვის, მთების და ბუნების მოყვარული, „ყაზბეგის განვითარების ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე დაარსებიდან და ამჯამად „ფიფლ ინ ნიდის“ საველე კოორდინატორი.
შოთას მონოლოგი ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის და პირადი განწყობის შესახებ.
მინდოდა დამეწერა ბლოგისთვის რამე, დამეწერა ჩემს შესახებ, ემოციებზე, გამოცდილებაზე, გამოწვევებზე, მაგრამ გადავიფიქრე. გადავწყვიტე ყაზბეგის განვითარების ჯგუფის შესახებ მესაუბრა.
ყაზბეგის განვითარების ჯგუფი - ეს არაა სამსახური, აქ არაა უფროსი ან დირექტორი, აქ არავინ არავის არაფერს არ ავალდებულებს, აქ უბრალაოდ მოხალისე ხალხია, თანამოაზრეები, ერთნაირად მონდომებულები, ერთნაირად გადარეულები და რაც მთავარია თავის კუთხეკუნჭულზე და ქვეყანაზე შეყვარებულები. ხალხი რომელსაც უნდა რაღაცა შექმნას და ამისი საშუალება როგორც კი მიეცა ეგრევე ამოძრავდნენ, გააქტიურდნენ და საერთო მიზანმა ეს კოლექტივი საბოლოოდ ოჯახად ჩამოაყალიბა.
აქ შეგიძლია ყველაზე სულელური იდეა თავისუფლად გამოხატო და იცი რო ყველა მოგისმენს.
აქ ყველა ყველას ეხმარება.
აქ აი ძაან იუმორია.
აქ იბადება საინტერესო და გიჟური იდეები
აქ ყველას ესმის და ყველა გრძნობს ჩვენი საზოგადოების პრობლემებს.
აქ უბრალო ძაან კარგი ხალხია: აქ არიან ჩვენი თამრიკო დედიკო - რატო გვაჩუმებს არ ვიცი, ნანუკა თავისი „ბუთქუ იცი რა მინდა გთხოვო“-თი (მთავარია არ შიოდეს), ჩემი კოხტა და ძაან ბიძაშვილ - მოიწი ჩაგიხუტო, ოფისის ჭინკა - იურისტი ირინა, „კაცი ტრამპის ჩოლკით“ - ტატო არ მიწყინო, თვით შორენა - რა ვქნა ჩემი სახელი რო დავავიწყო, აქაა „მოდი ჩაგიხუტო“ და „როგორ მიყვარხარ“ ქეთინო, ჩვენი ძვირფასი და სერიოზული ნინო - რა მეშველებოდა შენი და შენი ინგლისურის გარეშე, მუდამ დაკავებული და სერიოზული აჩიკო, პაოლო (კინაღამ გამომრჩა) - კი პაოლო „მაგრები ვართ“, აქვეა სალომე - რუხი კარდინალი (გამოდი გიცანით), „ვაიმე რაიღა მეშველება“ ლია და მისი პატარა მსახიობი ანა, კრეატიული ნატუკა - მადლობ უძაანმაგრესი მოლოცვისთვის, დაბღვერილი და გულკეთილი ფიქრია, ხელოვანი გიული და კიდევ აქაა ბევრი ძაან მაგარი და საინტერესო ადამიანი.
და რა თქმა უნდა მეც აქ ვარ და მეამაყება რო ამ კოლექტივის წევრი ვარ - „მაგრები ვაართ“ Paolo Isamu Zorat