გაიცანით ნინია ასათიანი

2017-11-02 0 კომენტარები kazbegi

ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ახალ აქტივობას იწყებს და პერიოდულად ფოტო ინტერვიუებს შემოგთავაზებთ საინტერესო ადამიანების გასაცნობად.

ჩვენი პირველი რესპოდენტი 23 წლის ნინია ასათიანია. ენერგიული, საინტერსო, მოტივირებული და ღიმილიანი ნინია კაჭრეთის ამბასადორში გავიცანით, ჩვენი ყურადღება მისმა პოზიტიურმა დამოკიდებულებამ, კეთილგანწყობამ და მომსახურების ხარისხმა მიიქცია.

დამ ნინო დაარქვა, თუმცა 2 წლის ასაკში ნინია დაირქვა და ასეა დღემდე, ბებოსთან ერთად ბაღში წასვლის აუცილებელი პირობა იყო, რომ ტოფიტა უნდა ჰქონოდა ჯიბეში. ბავშვობაში სურვილი ჰქონდა მიმტანი ყოფილიყო როლიკებით, პილოტი, მეზღვაური, რესტავრატორი, მბეჭდავი და სხვა მრავალი და უცნაური გატაცება აქვს დღემდე.  13 წლიდან იწყება ნინიას მომთაბარე ცხოვრება კარვით, ლაშქრობებით, თავგადასავლებით და ბუნების სიყვარულით.  ალპინიადაზე ნათესავთან ერთად ხევსურეთში წავიდა, შემდეგ ეს თავგადასავალი მეგობარ ანანოს ისე საინტერესოდ უამბო დღემდე ერთად დადიან მთაში და ემოციებს უზიარებენ საღამოს კარავთან, კოცონის გარშემო შემოკრებილ მეგობრებს.

სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩააბარა, ღვინის ტექნოლოგიით დაინეტერსებული მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტიდან მეცნიერება და ხელოვნების ფაკულტეტზე გადავიდა ილიაუნიში და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მეგობრის რჩევით კახეთის პროფესიულ კოლეჯში „აისი“ აგრძელებს სწავლას სადაც მისთვის საყვარელ საქმიანობას ეუფლება. 23 თვიან სასწავლო პროგრამას გავლის და ამ ხნის განმავლობაში 3 თვე ღვინის ქარხანაში იმუშავებს პრაქტიკული ცოდნის მისაღებად. მეღვინეობის შესწავლა რაც დაიწყო აგრონომიისადმი ინტერესი გაუღვივდა და ახლა ამ მიმართლებით ცდილობს აქტიურად გამნვითარებას. 

დღეს ფიქრობს, რომ ამ ასაკში უმჯობესია საკუთარ თავს დაფიქრების საშუალება მისცე, პირველ ეტაპზე პროფესიული განათლება აირჩიო და გააზრებულად გადაწყვიტო რისი კეთება მოგანიჭებს სიამოვნებას შემდეგ კი ბაკალავრის მიმართულებაზე ან უშუალოდ შენთვის სასიამოვნო საქმის კეთებაზე გააკეთო აქცენტი.

„მინდოდა მეღვინეობის სწავლა, არამხოლოდ სომელიეს კურსისი გავლა არამედ ღვინის შეცნობა ვენახიდან ჭიქა სასმლის დეგუსტაციამდე. სწავლასთან ერთად ჩემს შემოსავალზეც ვიფიქრე და კაჭრეთის ამბასადორში მოვედი სამუშაოდ. რთული დღის რეჟიმი მაქვს, დღის განმავლობაში 9 საათს ვმუშაობ და ველოსიპედით მივდივარ კოლეჯში, დაგვიანებულ და გაცდენილ ლექციებს სხვა დღეებში ვანაზღაურებ. ოდნავ ვიღლები მაგრამ ამის თქმა არ მიყვარს. 23 თვიანია სასწავლო კურსი და ბოლო 3 თვე ქარხანაში მექნება პრაქტიკა, სადაც სიამოვნებით ვიმუშვებს სიცივეც მიყვარს, მერე ვენახი მინდა გავაშენო საკუთარი ძალებით, რამდენიმე ჯიშის ყურძენი მომწონს და ჯერ არ გადამიწყვეტია რომელს ავირჩევ საბოლოოდ. ბუნებასთან ბავშვობიდან განსაკუთრებული სიახლოვე მქონდა. ლეიბი ამიტანია ჭერმის ხეზე და ჭამაში ჩამძინებია. ხშირად უთქვამთ ჩემთვის:  სოფელში რომ დაბადებულიყავი შენც გული ქალაქისკენ გაგიწევდაო მაგრამ არ მგონია ასე ყოფილიყო, ქალაქის ხმაურს სოფლის სიმშვიდეს ვამჯობინებ, აქ ცხოვრება ჯანსაღი და უფრო საინტერესო მგონია“.  

მთაში რას გააკეთებდი სადაც ყურძენი არ არის?

მესმის რომ მთაში ცხოვრება რთულია, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ეცადო საკუთარი შესაძლებლობები გამოიყენო, საკუთარი ხელით და შრომით შექმნა შენი სამყარო, რომელმაც შეიძლება დიდი შემოსავალი არა მაგრამ ბედნიერება და ხალისიანი ცხოვრება მოგიტანოს. გამოსავალს აუცილებლად ვიპოვნიდი, მიწას დავამუშავებდი, ზუსტად ვიცი რომ არსად წავიდოდი.

რას ურჩევდი შენი გადმოსახედიდან შენი ასაკის გოგო ბიჭებს?

შეიძლება ფული ბევრი ვერ იშოვო მაგრამ უნდა აკეთო ის საქმე რომელიც სიამოვნებას განიჭებს, ვურჩევდი ახალგაზრდებს იფიქრონ ძალიან ბევრი იმაზე, თუ რისი შექმნა შეუძლიათ შრომით, საკუთარი ხელით, ძალისხმევით და ცდა არ დააკლონ ცხოვრებას. მე პირადად მინდა ვაკეთო საქმე რომელიც გამაბაედნიერებს, აუცილებლია მიწა მქონდეს, თუნდაც კენკრით და ჟოლოთ დავიწყებ, ჯერ შეიძლება ოჯახური იყოს ვიწრო წრეში, შემდეგ უკვე თუ ტურისტებზეც გავთვლი და მოვლენ ჩემი ფერმის სანახავად, ჩემს მომზადებულ საჭმელს გასინჯავენ ბედნიერი ვიქნები.

თბილისში მეგობრების სანახავად ჩავდივარ. აქ დილით შვიდის ნახევარზე ვარ, ველოსიპედით მოვიდვარ თუ მეჩქარება თუა რადა ფეხით.  სამსახურის შემდეგ გადავდივარ კოლეჯში, სახლში ვარჯიშობ, გიტარაზე დაკვრას ვსწავლობ, ფილმს ვუყურებ ან ვმეცადინეობ.

როგორ წარმოგიდგენია შენი თავი და შენი ცხოვრება 10 წლის შემდეგ :

სახლი მექნება მიწით, ვენახით, აუცილებლად ვიცხოვრებ სოფელში თბილისთან ახლოს, ვეცდები ჩემი ოჯახის წევრებიც სოფელში გადმოვიყვანო, ერთი ძროხით და ქათმებით დავიწყებ და ნელ ნელა შევძლებ. რთულია იმის თქმა რა იქნება 10 წლის შემდეგ, სულ ცოტა ხნის წინაც არ მეგონა უცებ კაჭრეთში რომ აღმოვჩნდებოდი აქ ვიცხოვრებდი, ვისწავლიდი და ვიმუშავებდი თუმცა დღეს მე ეს მაბედნიერებს. გული მწყდება სოფლიდან ქალაქში რომ მიდიან, ასეთი მდიდარი მიწა დაუმუშავებელი, რესურსი აუთვისებელი რჩება და ქალაქში მუშაობა მხოლოდ საარსებო შემოსავლისვის დროის ფუჭი კარგვაა ჩემი აზრით. ვურჩევდი ახალგაზრდებს, რომ სოფელს დაუბრუნდნენ და საკუთარი ხელით შექმნან თავისი საქმე და გარემო, სადაც ბედნიერად იგრძნობენ თავს.  



Let us know what you think

* Required field

კომენტარები (0)