მწვერვალი ყაზბეგი

2017-08-01 0 კომენტარები kazbegi

ყინვარი — დედამიწის ზედაპირზე არსებული ბუნებრივი ყინულის მასაა, რომელიც სიმძიმის ძალის ზეგავლენით მოძრაობს. მყინვარი მიიღება იქ, სადაც თოვლი ბევრად მეტი მოდის, ვიდრე დნება. მაღალ განედებში მყინვარივაკეებზეც გვხვდება, დაბალ განედებში – მთებში. მყინვარის გადაადგილების სიჩქარე რამდენიმე სანტიმეტრიდან 200 მეტრამდე მერყეობს წელიწადში. სიჩქარე დამოკიდებულია მოსული თოვლის რაოდენობაზე, ფერდობის დახრილობასა და ზედაპირის აგებულებაზე. 2015 წლის მონაცემებით საქართველოში 637 მყინვარია, საერთო ფართობით 355.80 კმ². თანამედროვე მყინვარები ძირითადად თავმოყრილია მდინარეების ენგურისრიონისკოდორის და თერგის აუზებში, სადაც მდებარეობს 4500 მ და უფრო მაღალი მწვერვალები. ამ აუზებში მოდის საქართველოში არსებული მყინვარების რაოდენობის 89.32% და ფართობის 97.15%.

საქართველოს მყინვარების შესახებ პირველ მეცნიერულ ცნობებს იძლევა ქართველი მეცნიერი ვახუშტი ბაგრატიონიXVIII საუკუნის დასაწყისში.

Description: ვიკიციტატა

„კვალად არიან მთანი, დიდროვანნი, რამეთუ ჩრდილოთ უძევს კავკასი შავი ზღვიდამ ვიდრე კასპიამდე, რომლისა სიმაღლე დღე ერთისა სავალ და მარადის მყინვარე უმაღლესთა ზედა, რომლისა სიგრძე ყინულისა არს კ-ლ მხარი, და ჟამსა ზაფხულისასა გასქდების და, თუ შთაუტეო კაცი, მცირე ჟამს ვერ ძალუძს დათმენად სიცივისა; და ქუეშე მისა დის მდინარენი, და არს ყინულნი მწვანე და წითელი, ვითარცა კლდე სიძველის გამო...“

მყინვარწვერი, იგივე მწვერვალი ყაზბეგი — მწვერვალი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედზე. სიმაღლე 5047 მ, წარმოშობა ვულკანური, აღმართულია საქართველოს სამხედრო გზის გვერდით. მის ფერდობებზე სუბალპური მდელოებია, ზემოთ – მარადიული თოვლი. აქედან ეშვება მყინვარები: სუათისი, მნა, ორწვერი, დევდარაკი და სხვა, რომელთა საერთო ფართობია 135 კვ. კმ. ერთ-ერთი მყინვარიდან სათავეს იღებს მდინარე თერგი. მთას აქვს ორმაგი კონუსის ფორმა, რომლის ძირი 1770 მ-ზეა. 

მყინვარწვერთან დაკავშირებულია ბევრი ძველი ლეგენდა. დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე 80 მეტრიანი კლდოვანი კედლის შიგნით მდებარეობს ბეთლემის გამოქვაბული„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ეს მონასტერი წარმოადგენდა საეკლესიო სიწმინდეების და განძის საცავს, სადაც ბერები ჯაჭვის კიბეებით ადიოდნენ. მონასტერთან დაკავშირებული კიდევ ერთი ლეგენდა პოეტურად აქვს აღწერილი ილია ჭავჭავაძეს. სხვა ლეგენდის მიხედვით, მყინვარწვერზე იყო მიჯაჭვული პრომეთე. დარიალის ხეობის მთავარი მშვენება და სიმბოლოა წმინდა სამების მონასტერი, სადაც ერთ დროს ინახებოდა წმინდა ნინოს ჯვარი. მონასტერი მდებარეობს მყინვარწვერის ფონზე, პირდაპირ დაბა სტეფანწმინდის თავზე, ხოლო 3900 მეტრის სიმაღლეზე დგას თანამედროვე პატარა ეკლესია.

პირველად მყინვარწვერი - ყველაზე მოკლე, მაგრამ ამავდროულად ყველაზე რთული -გველეშაპის კლდეებზე გამავალი გზით დალაშქრეს. ამ გზის გავლა პირველად სახელგანთქმულმა ქართველმა მთამსვლელმა შოთა მიქელაძემ სცადა,თუმცა 4900 მეტრის სიმალიდან მოსხლტა და დაიღუპა. 5047 მეტრი, ესაა მყინვარწვერის ოფიციალური სიმაღლე. ქართველი მთამსვლელის ლაშა გოდუაძის სიტყვებია: ,,მივდივარ,რადგან ევერესტი არსებობს"- სწორედ ასე უპასუხა სახელგანთქმულმა ინგლისელმა მთამსვლელმა ჯორჯ მელორიმ როცა ჰკითხეს,თუ რატომ დადიოდა მთაში. და თუ დღეის შემდეგ მეც მკითხავენ, რა მინდა მთაში,ვუპასუხებ:,,მივდივარ,რადგან მყინვარწვერი არსებობს" http://kazbegiii.blogspot.com/

მყინვარწვერი ალპინიზმისა და ტურიზმის რაიონია. მასზე პირველი ასვლა განახორციელეს ინგლისელებმა დუგლას ფრეშფილდმა, ადოლფ მურმა და ჩარლზ ტაკერმა 1868 წელს. მყინვარწვერის კალთაზე, გერგეტის მყინვარის მხრიდან 3680 მ სიმაღლეზე მდებარეობს მეტეოროლოგიური სადგური, რომლის ნაწილი ალპინისტთა თავშესაფრად არის მოწყობილი.



Let us know what you think

* Required field

კომენტარები (0)