ყაზბეგი

2017-07-12 0 კომენტარები kazbegi

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოშიმცხეთა-მთიანეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია დაბა სტეფანწმინდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთლიანად მაღალმთიანია. სიმაღლე ზღვის დონიდან 1700 მ-იდან 5000 მ-ის ფარგლებში იცვლება. 

 ზამთარი ცივი და მშრალია, ხოლო ზაფხული — გრილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 4,9 °C-ია, ხოლო ნალექების საშუალო წლიური მოცულობა — 800 მმ. მუნიციპალიტეტი მდიდარია მდინარეებით, ტბებით, მყინვარებითა და მინერალური წყაროებით. მთავარი მდინარეა თერგი, რომლის სიგრძე მუნიციპალიტეტის ფარგლებში 85 კმ-მდეა.

 2014 წლის მდგომარეობით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 3 795 ადამიანი. მუნიციპალიტეტში 47 დასახლებული პუნქტია. 

სტეფანწმინდა (ყოფილი ყაზბეგი) — დაბაყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე თერგის ხეობაში, მყინვარწვერის ძირში ზღვის დონიდან 1750 მეტრზე. იგი ქალაქ ვლადიკავკაზიდან დაშორებულია 46 კმ-ით.

მოსახლეობა 1 326 (2014). დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები. 

სტეფანწმინდაში დაცულია ალექსანდრე ყაზბეგის მამისეული ორსართულიანი სახლი (ამჟამად მხარეთმცოდნეობის მუზეუმი) და კარის ეკლესია. სახლის წინ მწერლის საფლავია, დგას ბიუსტი.

დაბის ცენტრში აღმართულია მისივე მონუმენტი. სტეფანწმინდას თავს დაჰყურებს გერგეტის სამების ეკლესია.  

 

ყაზბეგის განვითარების ჯგუფი პასუხს არ აგებს მოცემულ მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებსა და ფაქტებზე “



Let us know what you think

* Required field

კომენტარები (0)