ვაკანსიები კვლევით პროექტში

2018-12-22 0 კომენტარები kazbegi

ყაზბეგის განვითარების ჯგუფი აცხადებს მოკლევადიან ვაკანსიებს კვლევით პროექტში. კანდიდატი იმუშავებს ყაზბეგის განვითარების ჯგუფის წევრებთან და ანგარიშვალდებული იქნება ყაზბეგის განვითარების ჯგუფის მენეჯერთან.

 

მკველვარი 1:

1.         სხვადასხვა მონაცემების ანალიზი;

2.         ანალიტიკური დოკუმენტების შექმნა/გაშიფვრა (კვლევა, მოხსენება)

3.         მონაცემების/ინფორმაციის შემგროვებლების დახმარება;

4.         კვლევის პროცესის კოორდინირება;

5.         ფოკუს ჯგუფებთან მუშაობის ფასილიტაცია

6.         შესაძლებელია საჭირო გახდეს კვლევის წარდგენა უცხო ქვეყანაში;

 

 მკვლევარის თანაშემწე 2:

 

პირველადი და მეორადი მონაცემების შეგროვება სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით;

 

პირობები:

 

•           სამუშაოს დაწყება: შერჩევისთანავე

•           ეს არის მოკლე ვადიანი ანაზღაურებადი დასაქმების საშუალება;

•           კვლევის სამუშაო ვერსია დასრულებული უნდა იყოს 2019 წლის იანვარში;

•           მოქნილი სამუშაო გრაფიკი

სამუშაო ადგილი- ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორია (შესაძლებელია საჭირო გახდეს თბილისში/მცხეთაში ვიზიტი

 

განათლება და გამოცდილება:

 

•           კომპიუტერული უნარები Microsoft Office Suite, Email, and internet

•           ინგლისურის ცოდნა სასურველია;

•           კვლევითი სამუშაოს გამოცდილება (სასურველი)

 

უპირატესობა მიენიჭება შემდეგ უნარებს:

 

•           წერის უნარი

•           ანალიტიკური აზროვნების უნარი

•           ორგანიზაციული უნარები

•           გუნდური მუშაობა

გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: kazbegilag@gmail.com

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 31 დეკემბერი 2018