ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფში თემატური ქვეჯგუფების კოორდინატორები აიჩიეს

2017-12-10 0 კომენტარები kazbegi

9 დეკემბერს ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფში შემავალი თემატური ჯგუფების შეხვედრა გაიმართა. რომლის მიზანს წარმოადგენდა ჯგუფებს შორის კოორდინატორთა არჩევა.

სამუშაო შეხვედრის ფორმატით გათვალისწინებული იყო წარდგენილ კანდიდატთა მოსმენა, გჯუფის მუშაობის ხედვის ანალიზი, სამომავლო გეგმების და სამუშაო ფორმატის დაგეგმვა.

ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფში შექმნილია 3 ძირითადი თემატური ჯგუფი ტურიზმის, სოფლისო მეურნეობის და საზოგადოებრივი საქმიანობის მიმართულებით. თითოეული ჯგუფი იმუშევებ კონკრეტული მიმართულებით, მონაწილეობას მიიღბს სტრატეგიის შემუშავებაში, დაგეგმავს კონკრეტულ აქტივობებს, მოიკვლევს საზოგადოებრივ აზრს, გააანალიზებს რეგიონის საჭიროებებს, გამოწვევებს და შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ.

წარდგენილი კანდიდატების ხედვის ანალიზის შემდეგ გაიმართა ფარული კენჭისყრა რის საფუძველზეც გამოვლინდნენ ჯგუფის კოორდინატორები, კენჭისყრის შედეგი ასეთია: ტურიზმის თემატური ჯგუფის წარმომადგენლობა უპირატესობა შოთა ბაზალს მიანიჭეს, სოფლის მეურნეობის ჯგუფს როლანდ კობაიძე უხელმძღავენლებს, ხოლო საზოგადოებრივი საქმიანობის ჯგუფის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი იქნება თამრიკო შიოლაშვილი.

თემატურ ჯგუფებში ჩართვა და გაწევრიანება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, ჯგუფები აქტიურად ჩაერთვებიან რეგიონის განვითარებაში და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით დაგეგმავენ შემდგომ სამუშოებს.



Let us know what you think

* Required field

კომენტარები (0)