სიახლეები
State project’s presentation
სახელმწიფო პროექტების პრეზენტაცია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში
2017 წლის 22 დეკემბერს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მონაწილეობით გაიმართა სახელმწიფო პროექტების პრეზენტაცია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.
შეხვედრას უძღვებოდა გიორგი ნანობაშვილი.
სამუშაო ფორმატში წარმოდგენილი იყო პოექტების ამსახველი დეტალური ინფორმაცია პრეზენტაციის სახით.
ქეთევან ლაცაბიძემ ყურადღება გაამახვილა სსიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (APMA) პროგრამებზე.
ნინო დეკანოიძის პრეზენტაცია მოიცავდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს პროგრამებს.
პრეზენტაცია IFAD-ის AMMAR-ის პროგრამების შესაზხებ წარადგინა ქეთევან შარაბიძემ.
ოთარ კონჯარიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტებზე და კითხავა პასუხის რეჟიმში მოისმინა ადგილობრივი მოსახლეობის შეფასებები და რეგიონში არსებული საჭიროებები.
შორენა ციცაგი და ირმა დოლიძე დამსწრეთა წინაშე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქმიანობის პრეზენტაციით წარსდგნენ და ყურადღება გაამახვილეს რეგიონში მიმდინარე პროექტზე რომელიც ეხება ალექსანდრე ყაზბეგის მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
შეხვედრის მეორე ნაწილში ოთარ ანთიამ წარადგინა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები, ყურადღება გამახვილდა პროექტის წარმატებაზე, არსებულ გამოცდილებაზე, გამოწვევებზე და დაგეგმილ აქტივობებზე. კითხვა პასუხის რეჟიმში დამსწრე საზოგადოებამ დეტალური ინფორმაცია მიიღო პროექტთან დაკავშირებით.
ყაზბეგის რაიონში არსებული ტურისტული პოტენცილის გათვალისწინებით საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა თამარ მაისურაძის პრეზენტაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგრამების შესახებ, მხარეთა მიერ გაცვლილ იქნა იდეები, რეკომენდაციები და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა.
შეხვედრის ბოლოს დისკუსიის რეჟიმში შეჯამების სახით თითოეულ წევრს შესაძლებლობა მიეცა დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება წარდგენილ პროექტებთან დაკავშირებით და ასევე გამოთქვეს სამომავლოდ გასათვალისწინებელი დეტალები რეგიონის სპეციფიურობიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობის და დაინტერესებული პირებისთვის დაგეგმილი და პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, არსებული პრაქტიკის გაზიარება, ინოვაციური მიდგომების ანალიზი და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან პროექტებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მოსმენა. შეხვედრის ფორმატში მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ კითხვა პასუხის რეჟიმში ყურადღება გაემახვილებინათ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, ამასთანავე ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მოხდა წარდგენილი პროექტების შეფასება და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომი გახდა პროექტებთან დაკავშირებული საიფორმაციო მასალა.