განაცხადების განხილვის მეორე ეტაპი დასრულებულია

2017-05-08 0 კომენტარები kazbegi

ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „პინ“-ისა (PIN) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოციალურ -ეკონომიკური ინიციატივების მხარდასაჭერად განხორციელებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარდგენილი განაცხადების განხილვის მეორე ეტაპი დასრულებულია. 

წარმოდგენილი განაცხადები შეფასდა იმ კრიტერიუმების შესაბამისად, რაც გათვალისწინებულია LAG-ის სტრატეგიაში განსაზღვრული პრიორიტეტები, ბიუჯეტის შესაბამისობა, პროექტის მდგრადობა, საჭიროება და განმცხადებლის გამოცდილება.

თითოეული პროექტის შეფასებაში მონაწილეობა მიიღეს კომისიაში ახლად არჩეულმა ახალგაზრდა წევრებმა. შეხვერდა გაიმარართა „პინ“-ის ოფისში. 

შეფასების კომისიის წევრებმა დაასაბუთეს და შეაჯამეს თითოეულ პროექტთან დაკავშირებული შენიშვნა რეკომენდაციები და დაიგეგმა გასაუბრება აპლიკანტებთან რომელთა განაცხადი საჭიროებს მეტ კონკრეტიკას და დეტალების დაზუსტებას. გასაუბრებაზე აპლიკანტს საშუალება მიეცემა ზეპირსიტყვიერად წარმოადგინოს პროექტის არსი, ამასთანავე შეფასების კომისიის წევრები უფლებამოსილი არიან მათთვის საინტერესო დეტალებზე კითხვა პასუხის რეჟიმში მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია და აღნიშნიული გამოიყენონ საბოლოო, ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად.

საჭიროების შემთხვევაში იგეგმება პროექტის განხირციელების ადგილების და ინფრასტრუქტურის მონახულება, რათა ნათლად იქნეს განსაზღვრული აპლიკაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და შესაბამისობა. აპლიკანტებს, რომელთა იდეამ ვერ გადალახა აღნიშნული ეტაპი შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ დასკვნას მათ მიერ წარმოდგენილი პროექტების შესახებ. დასკვნის მისაღებად იდეის ავტორს შეუძლია მიმართოს „პინ“-ის ოფისს.  



Let us know what you think

* Required field

კომენტარები (0)