სიახლეები
PIN-ის საგრანტო კონკურსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივების მხარდასაჭერად
2016-12-22
0 კომენტარები
kazbegi
ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში" (PIN) ყაზბეგის განვითარების ჯგუფთან , ბილოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა" და ჩეხეთის რესპუბლიკის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების ეროვნულ ქსელთან (NNLAG) თანამშრომლობით, აცხადებს საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივების მხარდასაჭერად. საგრატო კონკურსი ტარდება ევროკავშირის ფინანსური ხარდაჭერით სოფლის განვითარების პროგრამის ENPARD ფარგლებში.
საგრანტო კონკურსის მიზანია ყაზბეგის განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული ყაზბეგის 2016-2020 წლების განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტებისა და მიზნების შესაბამისად, ყაზბეგში ცხოვრების სტანდარტის და სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
საგრანტო დოკუმენტაცია:
შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ PIN-ს სამუშაო დღეებში 10:00-დან 18:00 საათამდე - შემდეგ სატელეფონო ნომერზე 591 800 582 ან 591 800 584.
პირველადი განაცხადების მიღება იწარმოებს 22 დეკემბრიდან 30 დეკემბრის 17:00 საათამდე, სტეფანწმინდა, ვაჟა-ფშაველას #1.