საგრანტო კონკურსი სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად

2020-02-26 0 კომენტარები kazbegi

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად.

ინიციატივის მიზანია, ქართველ ფერმერებს, სოფლის შინამეურნეობებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს გაუუმჯობესდეთ წვდომა ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობაზე. პროცესი ემსახურება სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უკეთესი საარსებო წყაროების შექმნას.

ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG Kazbegi) მართავს სოფლებში საინფორმაციო შეხვედრებს საგრანტო კონკურსის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების და მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - www.faogrants.ge აპლიკაციების მიღების საბოლოო ვადაა 2019 წლის 30 ნოემბერი.

#ENPARD #EU4Georgia European Union in Georgia Food and Agriculture Organization of the United Nations (FAO)



Let us know what you think

* Required field

კომენტარები (0)