„ყაზბეგის ბრენდის“ ლოგოტიპის, სლოგანისა და სტრატეგიის შემუშავებაზე მუშაობა დაიწყო

2017-04-27 0 კომენტარები kazbegi

25 აპრილს, PIN-ის კონტრაქტორმა ბრენდინგის თემაში, აკაკი ჩხაიძემ, ყაზბეგის PIN-ის ოფისში შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს „ყაზბეგის ბრენდის“ ლოგოტიპის, სლოგანისა და სტრატეგიის შემუშავების განხილვა წარმოადგენდა.

აკაკი ჩხაიძემ წარმოადგინა სამოქმედო გეგმა და ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა:
- ბრენდინგის მნიშვნელობა.
- ყაზბეგის ბრენდინგი - მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ უკვე არსებობს პოზიტიური საფუძვლები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნეს ცნობადობის კუთხით.
- კორპორატიული დიზაინი, რომელიც მოიცავს ლოგოტიპს და საქმიანობას მუდმივ ხაზად მიყვება (ფერი, დიზაინი, ლოგო, შრიფტი), რაც იდენტიფიცირების ძირითადი წყაროა.
- ყაზბეგის განვითარების ჯგუფის ჩართულობა ბრენდის დიზაინის შექმნაში და სტრატეგიის შემუშავებაში.
- არსებული ბრენდების მაგალითების განხილვა.
- ბრენდი როგორც ინვესტიცია საწყის ეტაპზე. 

ყაზბეგის განვითარების ჯგუფის წევრები ინფორმირებულნი იქნენ იმის შესახებ, რომ LTD Brandsellence მომდევნო ორი თვის განმავლობაში, განახორციელებს ბრენდირების სტრატეგიისა და ლოგოს შემუშავებას.
შემდგომი მოქმედებები: 

- „ყაზბეგის“ ბრენდის განვითარების ფარგლებში დაგეგმილია ორი ვიზიტი, პირველი გაცნობისა და თანამშრომლობის გაფართოების, ხოლო მეორე ადგილობრივი მომსახურების, პროდუქტისა და სხვა იდეების გაცნობის მიზნით.



Let us know what you think

* Required field

კომენტარები (0)