ქართული ეროვნული კერძების მასტერკლასი პარტნიორებთან ერთად

2020-02-26 0 კომენტარები kazbegi

2019 წლის 9–11 ოქტომბერს ყაზბეგის განვითარების ჯგუფის ( პარტნიორები: People in need, HEKS EPER, Caritas Czech Republic) ინიციატივით გაიმართა ქართული ეროვნული კერძების მასტერკლასი. ყაზბეგის ლაგმა უმასპინძლა მეგობარი ლაგების დელეგაციებს ლატვიიდან, მოლდოვეთიდან. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიიღეს დედოფლისწყაროს. ხულოს და წყალტუბოს ადგილობრივი განვითარებს ჯგუფების წარმომადგენლებმა.
აღსანიშნავია, რომ მასტერკლასების ჩატარების პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები
• ნაზი ჩქარეული –სასტუმრო გერგეთი ქ
• ქეთინო სუჯაშვილი – სასტუმრო Ketino's Home
• ნათია გელანტია – რესტორანი წანარეთი
• რესტორანი პანორამა ყაზბეგი

ადგილობრივი მზარეულების და შეფმზარეულების მითითებებით მომზადდა არაერთი ქართული ეროვნული კერძი, საკუთრი გამოცდილება გაუზიარეს უცხოელ კოლეგებს ქართული ლაგების წარმომადგენლებმა. უცხოელი სტუმრები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ მზადებისა და დეგუსტაციის პროცესში, გარდა მასტერკლასებისა ღონისძიების ფარგლებში სტუმრებისთვის გათვალისწინებული იქნა ტური რეგიონის ღირსშესანიშნაობების მონახულებისა და გაცნობის მიზნით.



Let us know what you think

* Required field

კომენტარები (0)