სიახლეები
LEADER Fest 2017
LEADER Fest 2017
2017 წლის 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ყაზბეგის განვითარების ჯგუფი მიწვეული იქნა სხვადასხვა ქვეყნების ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავების, ახალი შესაძლებლობების ძიების და ქვეყნებს შორის საჭირო კავშირების დამყარების მიზნით.
ყაზბეგის განცითარების ჯგუფი ჩართული იყო პროექტების განხილვის პროცესსა და ჯგუფურ სამუშაო პროცესში.
ფესტივალის ძირითადი მოტივაცია გახლდათ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების გაცნობა სადაც პროექტი ხორციელდება LEADER მეთოდით - ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკია, პოლონეთი, საქართველო. თითოეულ ქვეყანას მიეცა შესაძლებლობა პრეზენტაციის სახით წარმოედგინა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მუშაობის სტილი, სტრატეგია, გამოწვევები, სამომავლო გეგმები და გაეზიარებინა გამოცდილება კოლეგებისთვის.
ყაზბეგის განვითარების ჯგუფის მხრიდან გამოითქვა თანამშრომლობისთვის მზაობა. ფესტივალის მეორე ნაწილი დაეთმო კულტურულ წარმოდგენას რომელიც გაიმართა ქალაქის ცეცნტრალურ ნაწილში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვის სივრცეში.
ყაზბეგის განვითარების ჯგუფის კვარტეტის (ნინო გელაძე, ტარიელ კარელიძე, ალექსანდრე ჩქარეული, არჩილ სუჯაშვილი) მიერ შესრულებული იქნა ეროვნული ფოლკლორული სიმღერები.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ყაზბეგის განვითარების ჯგუფს უმასპინძლა ადგილობრივი ლუდის მწარმოებელმა საწარმომ წარმოების ჯაჭვის გასაცნობად.