სიახლეები
LAG Kazbegi-ს მუშაობის 2 წლის შეჯამება
LAG Kazbegi-ს მუშაობის 2 წლის შეჯამება
2017 წლის 27 სექტემბერს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ყაზბეგის განვითარების ჯგუფი“ მიღწევების პრეზენტაცია გაიმართა სტეფანწმინდაში, თექის სახლში.
პრეზენტაცია მოიცავდა LAG Kazbegi-ს მუშაობის 2 წლის შეჯამებას, განხორციელებული პროექტების და დაგეგმილი აქტივობების ანალიზს. შეხვედრის მიზანი იყო მოწვეული სტუმრებისთვის დეტალური ინფორმაციის გაზიარება რეგიონში მიმდინარე მოვლენების, არსებული გამოწვევების და პოტენციალის შესახებ.
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ჩეხეთის საელჩოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი და მუნიციპალური მთავრობის, ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეები.
ყაზბეგის განვითარების ჯგუფის ბენფეციარების მიერ მომზადებული სხვადასხვა პროდუქტებისა და სერვისების გამოფენასთან ერთად მოეწყო ფილმის პრეზენტაცია ყაზბეგის განვითარების ჯგუფის შესახებ.