სიახლეები
შეხვედრა აპლიკანტებთან
2017 წლის 28 მაისს გაიმართა შეხვედრა აპლიკანტებთან გასაუბრების ფორმატში
ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „პინ“-ისა (PIN) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოციალურ - ეკონომიკური ინიციატივების მხარდასაჭერად განხორციელებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოერე ეტაპზე დადებითი შეფასების მქონე პროექტების განხილვა მიმდინარეობს.
შეფასების კომისიის გადაწყვეტილებით 2017 წლის 28 მაისს გაიმართა შეხვედრა აპლიკანტებთან გასაუბრების ფორმატში.
სადაც პროექტის ავტორებს შესაძლებლობა მიეცათ ზეპირსიტყვიერად წარმოედგინათ იდეა და განემარტათ კომისიის წევრების წინაშე პროექტის მნიშვნელობა, მიზანი, საჭიროება და დაესაბუთებინათ მისი მდგრადობა. მეორესმხრივ პროექტების შეფასების კომისიის წევრებს სტრატეგიის გათვალისწრინებით და პროექტის შინაარსიდან გამომდინარე კითხვა პასუხის რეჟიმში შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია აპლიკანტისგან რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს სწორი და სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას.
გასაუბრების შემდეგ შეთანხმდა და დაიგეგმა რამდენიმე ლოკაციის მონახულება სადაც წარმოდგენილი პროექტების განხორციელება იგეგმება. კომისისს წევრები ადგილზე შეაფასებენ პროექტის განხორციელების შესაძლებლობას, ვადების განსაზღვრასა და პროექტში წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისობას რეალურ ვითარებასთან რაც უკავშორდება პროექტის ტექნიკურ მახასიათებლებს.