"ისტორიის აღმოჩენა - სოფლების განვითარება ყაზბეგის რაიონში"

2018-12-19 0 კომენტარები kazbegi

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ყაზბეგის განვითარების ჯგუფი  (Lag Kazbegi) ახორციელებს პროექტს, რომელიც თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროგრამის ფარგლებში ,,დემოკრატიის ხელშეწყობა’’.


პროექტის სახელწოდებაა: "ისტორიის აღმოჩენა - სოფლების განვითარება ყაზბეგის აიონში".

  პროექტის განხორციელებაში ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს მხარს უჭერს ჩრდილოეთ კრაკოვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაცია. პროექტის მიზანია კულტურული ტურიზმის და ტრადიციული ცოდნის გამოყენებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ცენტრიდან მოშორებულ, ნაკლებად ცნობად სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის წახალისება, რომ განავითარონ ახალი სერვისები სამომავლოდ.

  პროექტის ფარგლებში ინფორმაცია იქნა მოძიებული ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებზე სხვადასხვა ისტორიული ფაქტების, ლეგენდების, რიტუალების, თქმულებების, სიმღერების და ძველი წეს-ჩვეულებების შესახებ. 12 საინტერესო ისტორია გაერთიანდა აუდიო ჩანაწერებში, რომელიც ხელმისაწვდომია მოხევურ დიალექტზე და ამასთანავე  ინგლისურ და რუსულ ენებზე. აუდიოგიდების შექმნა შესაძლებლობას მისცემს ყველა დაინტერესებულ პირს მოისმინოს მეტი ხევის შესახებ და შემდეგ უკვე ეწვიოს ამა თუ იმ ისტორიულ ადგილს.

აუდიო ჩანაწერები შეგიძლიათ მოისმინოთ და ჩამოტვირთოთ ყაზბეგის ადგილობრივი განვითრების ჯგუფის ვებ გვერდიდან  (www.kazbegilag.ge) სულ მალე კი ხელმისაწვდომი გახდება მობილური აპლიკაცია. ბმულზე იხილავთ აუდიოჩანაწერებს და რუკას მდებარეობების, ვიზუალური მასალის და აღწერის თანხლებით.

 ეგახსენებთ, რომ აუდიოჩანაწერებში მოცემული ინფორმაცია არის ზეპირსიტყვიერად გადმოცემული თქმულებები და არ ეფუძნება უტყუარ ისტორიულ ფაქტებს, კვლევებს, დოკუმენტურად დადასტურებულ მოვლენებს და ყაზბეგის განვითარების ჯგუფი არ იღებს პასუხისმგებლობას უტყუარობაზე, რამეთუ პროექტის მიზანია ზეპირსიტყვიერად გავრცელებული ცნობების შეგროვება, უკვდავყოფა და გაცნობა დაინტერესებული პირებისთვის.