ევროკავშირის მხარდაჭერით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი იწყება 

2018-03-26 0 კომენტარები kazbegi

ევროკავშირის მხარდაჭერით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი იწყება 

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში“ ფარგლებში, ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“, ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად, აგრძელებს საგრანტო კონკურსს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში და აცხადებს მის მეორე ეტაპს პირველადი განაცხადების მხარდაჭერილი ავტორებისთვის.

საგრანტო კონკურსის მიზანი:

საგრანტო კონკურსის მიზანია ყაზბეგის განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული ყაზბეგის 2016-2020 წლების განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტებისა და მიზნების შესაბამისად, ყაზბეგში ცხოვრების სტანდარტის და სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

საგრანტო კონკურსის პირობების გასაცნობად იხილეთ საგრანტო სახელმძღვანელო.

სრული შევსებული განაცხადის ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 5 აპრილის 17.30 საათიგანაცხადი მიიღება მხოლოდ ნაბეჭდი სახით შემდეგ მისამართზესტეფანწმინდავაჟა-ფშაველას . #1 - ფიფლ  ინ ნიდ-ის ყაზბეგის ოფისი.

31 მარტსა და 1 აპრილს აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაციები მოწვეულ ბიზნეს ექსპერტთან, როსთვისაც უდა დაუკავშირდნენ ორგანიზაციის ყაზბეგის ოფისის თანამშრომლებს და წინასწარ შეათანხმონ დრო.

ასევე პროექტით დაინტერესებულ პირებს შეუძლია დაგვიკავშირდნენ 

სამუშაო დღეებში და მიიღონ კონსულტაცია ყაზბეგის ოფისის

 თანამშრომლებისგან მისამართზესტეფანწმინდავაჟა-ფშაველას . #1 ან ტელეფონით.

საკონტაქტო ტელეფონები:

ნინო ალიბეგაშვილი - 595 880 063 პროექტის ასისტენტი

ნანა ავსაჯანიშვილი - 558 269 604 საველე კოორდინატორი

შოთა საბაური - 591 021 954 საველე კოორდინატორი

ტარიელ ქარელიძე - 595 177 079 პროექტის ოფიცერი

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია  განთავსდება:

  • ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.enpard.ge;
  • ყაზბეგის განვითარების ჯგუფის ვებგვერდზე:  www.kazbegilag.ge;
  • ფიფლ ინ ნიდ“ ვებგვერდზე www.pin.ge;
  •  ყაზბეგის განვითარების ჯგუფის (LAG) ფეისბუქის გვერდზე (Local Action Group Kazbegi– ყაზბეგის განვითარების ჯგუფი – L A G)
  • ფიფლ ინ ნიდ“ ფეისბუქის გვერდზე (People in Need Georgia).

პროექტისოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში“ არის სოფლის განვითარების საპილოტე პროექტის გაგრძელება (მე-2 ფაზა), რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის მიერ ყაზბეგის მუნიციპალიტეტშიპროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების  ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

იხილეთ თანდართული მასალები:

•    საგრანტო სახელმძღვანელო

•    სტრატეგიული პრიორიტეტები

•    ბიზნესის სრული საპროექტო განაცხადი

•    სრული სათემო საპროექტო განაცხადი

•    სრული საჯარო საპროექტო განაცხადი

People in Need in cooperation with Kazbegi Local Action Group (LAG) in the framework of EU funded programme for Agriculture and Rural Development - ENPARD continues grant competition to support social and economic initiatives in Kazbegi municipality and announces the second step for approved applicants.

The purpose of the grants is to fund projects which improve the standard of living and socio-economic situation in Kazbegi based on the priorities and objectives of the Kazbegi Development Strategy 2016-2020 developed by LAG Kazbegi.

Grant competition Documents:

Business Application

Non-profit Application

Public Application

Grant Management Manual

Strategic Priorities Document

Deadline for submission of initial applications is April 5, 17:00 to following address: Stephantsminda, Vaja-Pshavela #1.



Let us know what you think

* Required field

კომენტარები (0)