გენერალური ასამბლეის სამუშაო შეხვედრა გამართა 23 დეკემბერს

2017-12-24 0 კომენტარები kazbegi

მიმდინარე წლის 23 დეკემბერს ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა  გენერალური ასამბლეის სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ LAG Kazbegi-ს წევრები, ორგანიზაციის მუშაობით დაინტერესებული პირები და სასტუმრო ROOMS KAZBEGI-ს წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრის ფორმატში გათვალისწინებულიი იყო 2015-2017 წლის საგრანტო კონკურსის განხილვა, პროცესის შეფასება, ხარვეზების ანალიზი, სამომავლოდ გასათვალისწინებელი ნიუანსების შეთანხმება, იდეების გენერირება.

შეხვედრაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მენეჯერმა შორენა სუჯაშვილმა დამსწრე საზოგადოების ყურადღება გაამახვილა LAG-ის წევრობაზე, წევრთა ჩართულობის მნიშვნელობაზე, სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე და დამსწრეთაგან მსურველებს შესაძლებლობა მიეცათ ადგილზე შეევსოთ განაცხადი და თანხმობა გამოეხატათ ჯგუფში გაწევრიანებაზე.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ქვეგჯუფების პრორიტეტების წარადგენას! პრიორიტეტები რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის აზრის კვლევას და გენერალური ასამბლეის წევრთა ანალიზს დაეყრდნობა საბოლოო ჯამში აისახება პრიორიტეტების დოკუმენტში და გამოყენებულ იქნება დაგეგმილი საგრანტო კონკურსების სახელმძღვანელოდ.

ქვეჯგუფების კოორდინატორებმა როლანდ კობაიძემ, თამრიკო შიოლაშვილმა და შოთა ბაზალმა წარადგინეს თითოეული გუნდის მიერ გენერირებული პრიორიტეტები, მოისმინეს დამსწრეთა შეფასებები და მიიღეს რეკომენდაციები, ასევე დაიგეგმა გარკვეული სამუშაოები რომელიც აუცილებელია რელური პრიორიტეტების განსაზღვრისთვის და საგრანტო კონკურსამდე დოკუმენტის მომზადებისთვის.

იანვარში დაგეგმილია შუალედური შეხვედრა სადაც პრიორიტეტები კიდევ ერთხელ იქნება განხილული და საბოლოოდ ჩამოყალიბდება ის მიმართულებები რომელიც რეგიონის განვითარებისთვის წაამყვან როლს თამშობს და სწორედ მათ მიენიჭება უპირატესობა დაგეგმილ საგრანტო კონკურსში.

საბოლოო დოკუმენტი ხელმისაწვდომი გახდება დაინტერესებულ პირთათვის და საგრანტო კონკუტსში მონაწილე თითოეული ბენეფიციარისთვის წამყვანი სახელმძღვანელო იქნება იდეის ფორმირების ეტაპზე.



Let us know what you think

* Required field

კომენტარები (0)