ყაზბეგის განვითარების ჯგუფმა ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება მოიწვია

2017-10-14 0 კომენტარები kazbegi

12 ოქტომბერს ყაზბეგის განვითარების ჯგუფმა სასტუმრო რუმს ყაზბეგში ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება მოიწვია და 2 წლის მუშაობის შედეგი წარუდგინა.

ნანუკა ავსაჯანიშვილის და ირინა სუჯაშვილის მიერ წარდგენილი პრეზენტაცია მოიცავდა LAG Kazbegi-ს დაარსებიდან დღემდე განხორციელებული აქტივობების ჩამონათვალს, განხორციელებულ პროექტებს, სამომავლო გეგმებს, ორგანიზაციის სტრუქტურის და სვოტ ანალიზის განსაზღვრებას. ასევე მოწვეულ სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია სამ ეტაპად გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მხარდაჭერილ პროექტებზე და მათ ამჟამინდელ მდგომარეობაზე.

მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს სამომავო გეგმები და გააცნეს სტრუქტურული ცვლილებელი, რაც გულისხმობს ადგილობრივი განვითარების ჯგუფში საზოგადოებასთან ურთიერთობის, ფონდების მოძების, პროექტების მენეჯმენტის და ფინანსებსი ორგანიზების ჯგუფის დამატებას, განმარტებულ იქნა თითოეული ჯგუფის შექმნის მიზანი, მუშაობის პრონციპი, საჭიროება და დაკისრებული ვალდებულებები.

საინფორმაციო ნაწილის შეჯამებისას დამსწრე საზოგადოებას დისკუსიის ფორმატში შესაძლებლობა მიეცა საკუთარი შეხედულების დაფიქსირების, არსებულ გამოწვევებზე საუბრის და ამასთანავე ნათელი გახდა მათი შეფასება ადგილობრივი განვითარების მუშაობასთან დაკავშირებით.

LAG Kazbegi აქტიურად აგრძელებს მუშაობას ყაზბეგის განვითარებისთვის და ელის მოხალისეებს, საინტერესო იდეებს და ინიციატივებს ადგილობრივი მოსახლეობისგან მათი საჭიროებების გამოვლენის, გამოწვევების იდენტიფიცირების და რეგიონის პოტენციალის გამოყენების მიზნით.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფი მადლობას უხდის ყველა პარტნიორს მარდაჭერისთვის, ბენეფიციარებს აქტიურობისთვის და მოხალისეებს ორგანიზაციის ეფექტურად მუშაობაში ჩართულობისთვის



Let us know what you think

* Required field

კომენტარები (0)