სიახლეები
ყაზბეგის განვითარების ჯგუფი ახორციელებს პროექტს, რომელიც თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროგრამის ფარგლებში ,,დემოკრატიის ხელშეწყობა’’.
ისტორიის აღმოჩენა - სოფლების განვითარება ყაზბეგის რეგიონში
ყაზბეგის განვითარების ჯგუფი ახორციელებს პროექტს, რომელიც თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროგრამის ფარგლებში ,,დემოკრატიის ხელშეწყობა’’.
პროექტის სახელწოდებაა: "ისტორიის აღმოჩენა - სოფლების განვითარება ყაზბეგის რეგიონში".
პროექტის განხორციელებაში ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს მხარს უჭერს ჩრდილოეთ კრაკოვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაცია.
პროექტის ფარგლებში მოხდება მოხალისეების მიერ ინფორმაციის მოძიება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებზე სხვადასხვა ისტორიული ფაქტების, ლეგენდების, რიტუალების, თქმულებების, სიმღერების და ძველი წეს-ჩვეულებების შესახებ. ინფორმაციას ძირითადად მოვიძიებთ ადგილობრივი უხუცესებისგან და ასევე ისტორიული მუზემიდან.
პროექტის მიზანია კულტურული ტურიზმის გამოყენებით და ტრადიციული ცოდნის გამოყენებით, რომელიც ზეპირად გადაეცა თაობიდან თაობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ცენტრიდან მოშორებულ, ნაკლებად ცნობად სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის წახალისება, რომ განავითარონ ახალი სერვისები სამომავლოდ. ასევე, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და შორეულ სოფლებში მიგრაციის შემცირება ტურისტული მომსახურების მომწოდებლების და ახალი ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციის მეშვეობით.
პროექტის ფარგლებში, მოხდება 10 ყველაზე საინტერესო ისტორიის შერჩევა და აუდიო ჩანაწერების მომზადება მოხევურ დიალექტზე და ამასთანავე ითარგმნება ინგლისურ და რუსულ ენებზე. აღნიშნული აუდიო გიდების წარდგენა მოხდება საჯარო და ინდივიდუალური შეხვედრების ფარგლებში და გაეცნობა საზოგადოებას.
ყაზბეგის განვითარების ჯგუფი აუდიო გიდების მომზადების პროცესში ტექნიკური სამუშაოებისთვის ეძებს მოხალისეებს, რომლებიც პროფესიონალურ დონეზე შეძლებენ მოძიებული ისტორიების თარგმნას ინგლისურ და რუსულ ენებზე. ასევე, მოხალისეებს, რომლებიც მხატვრულად წაიკითხავენ ინგლისურ და რუსულ ენებზე დაწერილ ტექსტებს აუდიო ჩანაწერებისთვის. დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ დამატებითი ინფორმაციის და პირობების გასაცნობად.
ადგილობრივ მოსახლეობას მოვუწოდებთ პროექტში აქტიური ჩართულობისკენ. შესაძლებლობა გეძლევათ გაგვიზიაროთ საინტერესო ისტორიები ხევის ღირსშესანიშნაობების, სიმღერების, ლეგენდების, თქმულებების და ისტორიული ძეგლების შესახებ.
ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი მადლობას უხდის პოლონეთის დახმარებას და სოლიდარობის ფონდს მხარდაჭერისთვის.