სიახლეები
ისტორიის აღმოჩენა და სოფლების განვითარება ყაზბეგის რაიონში
ისტორიის აღმოჩენა და სოფლების განვითარება ყაზბეგის რაიონში
ისტორიის აღმოჩენა და სოფლების განვითარება ყაზბეგის რაიონში გრძელდება. მოგეხსენებათ, რომ ყაზბეგის განვითარების ჯგუფი ახორციელებს პროექტს, რომელიც თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროგრამის ფარგლებში ,,დემოკრატიის ხელშეწყობა’’.
პროექტის სახელწოდებაა: "ისტორიის აღმოჩენა - სოფლების განვითარება ყაზბეგის რეგიონში".
პროექტის განხორციელებაში ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს მხარს უჭერს ჩრდილოეთ კრაკოვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაცია.
ისტორიების მოძიება უკვე დასრულებულია, ახლა ჯგუფი ერთობლივად მუშაობს აუდიო გიდების შექმნაზე, მიმდინარეობს ჩანაწერების მომზადება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. სულ მალე ხელმისაწვდომი იქნება აუდიო ჩანაწერები სოფლებზე სხვადასხვა ისტორიული ფაქტების, ლეგენდების, რიტუალების, თქმულებების, სიმღერების და ძველი წეს-ჩვეულებების შესახებ.
პროექტის მიზანია კულტურული ტურიზმის და ტრადიციული ცოდნის გამოყენებით, რომელიც ზეპირად გადაეცა თაობიდან თაობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ცენტრიდან მოშორებულ, ნაკლებად ცნობად სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის წახალისება, რომ განავითარონ ახალი სერვისები სამომავლოდ.
ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი მადლობას უხდის პოლონეთის დახმარებას და სოლიდარობის ფონდს მხარდაჭერისთვის.
მადლობას ვუხდით საორგანიზაციო ჯგუფს და მოხალისეებს პროექტში ჩართულობის და მხარდაჭერისთვის.