მეწარმე ქალთა მხარდაჭერა ინოვაციურ ბიზნეს მიდგომების მიღებაში COVID-19 კრიზისის საპასუხოდ

2020-09-15 0 კომენტარები kazbegi

(EU)„სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD III) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ყაზბეგის განვითარების ჯგუფი (LAG Kazbegi) იწყებს პროექტს „ მეწარმე ქალთა მხარდაჭერა ინოვაციურ ბიზნეს მიდგომების მიღებაში COVID-19 კრიზისის საპასუხოდ“.

პროექტი მომზადებულია ინიციატივა „ჭკვიანი სოფლების (Smart Villages)“ ფარგლებში. პროექტის მიზანია შემოსავლის მდგრადი წყაროს მხარდაჭერა ადგილობრივი ქალი მეწარმეებისთვის კოვიდ- 19 კრიზისის საპასუხოდ. მონაწილეობის უფლება აქვს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებს, რომლებიც მუშაობენ ტურიზმის სფეროში და ატარებენ სხვადასხვა სახის მასტერკლასებს.

პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებს ჩაუტარდებათ ტრენინგები თემებზე: ახალი სტანდარტები კოვიდ-19-თან მიმართებაში, ვიდეო მარკეტინგის ძირითადი პრინციპები და ონლაინ პლატფორმების გამოყენება შემოსავლის გაზრდის მიზნით. მათთვის მომზადდება მასტერკლასების მოკლე ვიდეო რგოლები, რომლებიც ითარგმნება ინგლისურ ენაზე და აიტვირთება სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე.

2020 წლის 15 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით იწყება პროექტში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია. რეგისტრაციის მსურველებმა დარეკეთ ნომერზე 555303262. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.



Let us know what you think

* Required field

კომენტარები (0)