სოფლის მეურნეობის თემატური ჯგუფის წევრები კოორდინატორს ირჩევენ

2017-12-10 0 კომენტარები kazbegi

7 დეკემბერს სოფლის მეურნეობის თემატური ჯგუფის წევრები შეხვდნენ ერთმანეთს.

შეხვედრას ესწრებოდა ჯგუფის 5 წევრი და მათგან ერთმა წამოაყენა ჯგუფის კოორდინატორის  კანდიდატურა.

დასახელებულმა კანდიდატმა, როლანდ კობაიძემ გააცნო მათ თავისი ხედვა სტრატეგიასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. მან ასევე გამოყო მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც იმუშავებენ. ესენია: 1) ადგილობრივი პროდუქციის ბრენდირება; 2) საველე ვიზიტები გამოცდილების გაზიარების მიზნით; 3) ტრენინგები; 4) ბიოპროდუქციაზე ორიენტირებულობა; 5) ახალი პრეპარატების წარმოება.

   ამის შემდეგ მოხდა ხმის მიცემა და ხუთივე წევრმა ერთხმად აირჩია როლანდ კობაიძე სოფლის მეურნეობის ჯგუფის კოორდინატორად.    ჯგუფმა გადაწყვიტა მოვალეობების თანაბრად განაწილება და გამომდინარე იქედან, რომ თემატური ჯგუფებიდან მათ ჯგუფში წევრების ყველაზე ნაკლები რაოდენობაა, მზად არიან რომ მეტი პასუხისმგებლობით და დატვირთვით გააგრძელონ მუშაობა.

მათ ისაუბრეს სოფლის მეურნეობის პერსპექტიულ მიმართულებებზე, გაეცნენ პრიორიტეტულ ამოცანებს და შეიმუშავეს სპეციფიკა თუ როგორ ითანამშრომლონ ადგილობრივ ფერმერებთან.



Let us know what you think

* Required field

კომენტარები (0)