სიახლეები
2018 წლის 6 აპრილს სასტუმროში ROOMS KAZBEGI ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა საშუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ დელეგატები ლატვიის, ლიტვის და მოლდავეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფებიდან.
ხელი მოეწერა ოთხმხრივ (ლატვია, ლიტვა, მოლდავეთი, საქართველოს შორის) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს
2018 წლის 6 აპრილს სასტუმროში ROOMS KAZBEGI ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა საშუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ დელეგატები ლატვიის, ლიტვის და მოლდავეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფებიდან.
შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ახალქალაქის LAG-ის წევრები, ხულოსი და ქედას პროექტის წარმომადგენლები, ასევე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.
შეხვედრა დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე გაგრძელდა. პირველ ნაწილში ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებმა და უცხოელმა კოლეგებმა განიხილეს ერთობლივი პროექტები, ჩაამოაყალიბეს კონკრეტული სამაოქმედო გეგმა და ღონისძიებების კალენდარი.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო იყო ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებს და ხულოს და ქედას პროექტის წარმომედგენლებს. მათ გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას და გააცნეს სამუშაო პრინციპები, პრიორიტეტები, შეფასების კომისიის სამუშაო პროცედურები. სამუშაო შეხვერდის მიწურულს ხელი მოეწერა ოთხმხრივ (ლატვია, ლიტვა, მოლდავეთი, საქართველოს შორის) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს.
შევხედრის საინფორმაციო მხარდაჭერა უზრუნველყო ტელეკომპანიამ რუსთავი2, ჟურნალისტებს შესაძლებლობა მიეცათ გასაუბრებოდნენ ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წარმომადგენლებს.
ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი მადლობას უხდის შეხვედრის მონაწილეებს ჩართულობისთვის და წარმატებებს უსურვებს მათ სამომავლო თანამშრომლობის გზაზე.