სიახლეები
მე-2 რაუნდის ბიზნეს პროექტების მოსამზადებელი ტრენინგი
მე-2 რაუნდის ბიზნეს პროექტების მოსამზადებელი ტრენინგი
ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „პინ“-ისა (PIN) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებულმა განვითარების ჯგუფმა (LAG Kazbegi) 11-12 მარტს, ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდაში, „მე-2 რაუნდის ბიზნეს პროექტების მოსამზადებელი ტრენინგი“ გამართა.
ტრენინგის განმავლობაში, რომელიც სპეციალისტმა ანა ქათამაძემ განახორციელა, მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხს, როგორიცაა ბიზნეს პროექტის მოსამზადებელი ეტაპი. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ბიზნეს პროექტის სრულ ვერსიას და მისი შევსების საშუალებებს.
ტრენინგის დროს ბიზნეს პროექტის სრული ვერსიის შევსების ისეთი დეტალები განიხილეს, როგორიცაა, ტურიზმთან დაკავშირებული სეზონურობა, წარმოების გარემოზე გავლენა, ძირითადი რისკები, ბაზრის შეფასება და მისი მოთხოვნები, ფინასური საკითხები - ბიუჯეტის დაგეგმარება და რეალიზაცია. პრაქტიკული სავარჯიშოს სახით მონაწილეებმა აპლიკანტების მიერ წარმოდგენილი სამი ბიზნეს პროექტი განიხილეს. სტომატოლოგიური კაბინეტი, ყველისა და რძის საწარმოო და სუვენირების დამზადება.
შეხვედრის ბოლო საათი აპლიკანტების კითხვებს დაეთმო. მათ მიერ დასმული კითხვები შემდეგ თემებს შეეხო: თანადაფინანსება, მეორადი აღჭურვილობის შესყიდვა, ოჯახური ბიზნესის განსაზღვრება და მისი ძირითადი პრობლემები.
შემდგომი მოქმედებები: - საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული ბიზნეს და არამომგებიანი (სათემო და საჯარო) განაცხადების ავტორებს შევსებული განაცხადის ჩაბარება შეუძლიათ არაუგვიანეს 2017 წლის 31 მარტის 17.00 საათისა. - ბიზნეს პროექტების ავტორებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაციები წინასწარი ჩაწერის საფუძველზე 18-19 მარტს დ. სტეფანწმინდაში.