ყაბეგის განვითარების ჯგუფის ისტორია.
ყაზბეგის განვითარების ჯგუფი შექმილია ევროკავშირის ხელშეწყობით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. პროექტის დონორები არიან ევრო კომისია და ჩეხეთის განვითარების სააგენტო. პროექტს ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია “People in Need” (PIN), ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ჩეხეთის ეროვნული ქსელთან (NN LAG) და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ თანამშრომლობით.
ყაზბეგის განვითარების ჯგუფი ჩამოყალიბდა მოსახლეობასთან და სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფებთან ინტენსიური შეხვედრების შედეგად. შეხვედრებზე განხილული ძირითადი საკითხები იყო: LEADER მიდგომა, მისი დანერგვის ევროპული პრაქტიკა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების არსი და როლი სოფლის განვითარების პროცესში.
შეხვედრები მოსახლეობასთან:
LEADER მიდგომების და პროექტის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით ჩატარდა 26 სათემო შეხვედრა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 21 სოფელში რომელსაც დაესწრო 223 ადამიანი.
შეხვედრები საჯარო სექტორთან:
- ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობა
- ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო
- ყაზბეგის განათლების რესურს ცენტრი
- ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები
- ალ. ყაზბეგის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
- აიპი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური
- სტეფანწმინდის ცენტრალური ბიბლიოთეკა
- ყაზბეგის პოლიციის სამმართველო
- სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახური
- ყაზბეგის ეროვნული პარკი
- საგანგებო სიტუაციების მართვის ყაზბეგის პირველი სამთო სამაშველო დეპარტამენტი
- სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ყაზბეგის რაიონული ცენტრი
- შეხვედრები ბიზნეს სექტორთან:
- შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ყაზბეგის სამედიცინო დაწესებულება
- მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის საწარმო
- ქვის გადამამუშავებელი საამქრო
- ხელოვნების სახლი
- შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან:
- ხევის მომავალი
- GergArti
- ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაცია
- გლობალური თანადგომა
- ასოციაცია ქალთა ფონდი
სულ საწყის ეტაპზე ჩატარდა 47 შეხვედრა.
______________________________
საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ ყაზბეგის განვითარების ჯგუფში გაწევრიანების მსურველები ინტერესების შესაბამისად გადანაწილდნენ 4 მიზნობრივ ქვეჯგუფში: 1) ტურიზმის; 2) სოფლის მეურნეობის; 3) განათლების, კულტურის და დასაქმების; 4) საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის. ასევე, როგორც განსაკუთრებული პრიორიტეტი, შეიქმნა ახალგაზრდული ქვეჯგუფი.
ქვეჯგუფებში ინტენსიური მუშაობის შედეგად შეიქმნა ყაზბეგის განვითარების 5 წლიანი სტრატეგიული გეგმა, რომელიც წარმოადგენს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითად სამუშაო დოკუმენტს. ყაზბეგის განვითარების ჯგუფმა სტრატეგიაზე მუშაობისას გაითვალისწინა ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ყაზბეგის საბაზისო კვლევების შედეგები, რომლების ჩატარდა 2015-16 წლებში.
2016 წლის 6 თებერვალს მოხდა ააიპ „ყაზბეგის განვითარების ჯგუფის“ ოფიციალური რეგისტრაცია.
2016 წლის 14 თებერვალს შედგა საერთო შეკრება, სადაც მოწვეული იყო ყველა დაინტერესებული ადამიანი, სულ -----დამსწრე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან. ფარული კენჭისყრის შედეგად არჩეულ იქნა ყაზბეგის განვითარების ჯგუფის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და პროექტების შეფასების კომისია 11 წევრის შემადგენლობით. აქვე მოხდა მსურველთა მიღება ორგანიზაციაში.
2016 წლის -ში ყაზბეგის განვითარების ჯგუფის თავმჯდომარე, მოადგილე და შეფასების კომისიის წევრები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკაში, რათა უკეთ გარკვეულიყვნენ, თუ როგორი შედეგები აქვს ევროკომისიის სოფლის განვითარების პროგრამას და როგორ მუშაობენ ადგილობრივი LAG-ები რეგიონების განვითარებისთვის. ყაზბეგის განვითარების ჯგუფის წევრებმა სასწავლო ვიზიტისას მიიღეს მნიშვნელოვანი გამოცდილება.....
2016 წლის -ს PIN-მა გამოაცხადა საგრანტო კონკურსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის. კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად. აპლიკანტებს ჩაუტარდა მიზნობრივი ტრეინინგები, რათა ადგილობრივი მაცხოვრებლები გარკვეულიყვნენ მათ სფეროებში არსებულ სახელმწიფო რეგულაციებში. ესევე მათი ბიზნეს საქმიანობების უკეთ წარმართვის მიზნით ჩაუტარდა საერთო და ინდივიდუალური ბიზნეს კონსულტაციები.
ყაზბეგის განვითარების ჯგუფის შეფასების კომისიის წევრებმა დამოუკიდებლად შეაფასეს წარმოდგენილი საპროექტო განაცხადები ორივე ეტაპზე. შეფასების დროს ისინი ხელმძღვანელობდნენ სახელმწიფო რეგულაციებთან და ყაზბეგის განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებთან პროექტის შესაბამისობით. კომისიამ მიიღო 13 ბიზნეს, 8 სათემო და 7 საჯარო სექტორის ინიციატივის დაფინანსების გადაწყვეტილება.