News
2019 წლის 14 სექტემბერს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გაიბოტენში ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის, არასამთავრობო ორგანიზაცია “ლომეკის” და სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით გაიმართა ფესტივალი−„გაიბოტნობა“, რომელიც ეძღვნება ისტორიუ
ფესტივალი−„გაიბოტნობა“
2019 წლის 14 სექტემბერს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გაიბოტენში ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის, არასამთავრობო ორგანიზაცია “ლომეკის” და სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით გაიმართა ფესტივალი−„გაიბოტნობა“, რომელიც ეძღვნება ისტორიული სოფლის - გაიბოტენის აღდგენა−რეაბილიტაციის იდეას.
გაიბოტენი − ეს გახლავთ ისტორიული სოფელი, სადაც შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების საკულტო, საცხოვრებელი, სათავდაცვო და სამეურნეო ნაგებობები. გაიბოტენი წარმოადგენს მთის სოფლის პირვანდელო სხის მშვენიერ ნიმუშს. რომლის აღდგენა და გაცოცხლება ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და პოპულარიზებისათვის ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, ხოლო სამომავლოდ მისი სოფელ-მუზეუმად ქცევა ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის წყაროდ შეიძლება იქცეს, რაც ერთგვარი მოდელი იქნება ყაზბეგის (ხევის) არაერთი ძველი სოფლისა თუ ნასოფლარის გადარჩენისათვის.
ფესტივალზე მოსულმა სტუმრებმა დაათავლიერეს ფოტო-გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო გაიბოტენის სიძველეების შესახებ სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმში დაცული ვიზუალური მასალა და მოხეური ყოფის ამსახველი საარქივო ფოტოები.
ფოლკლორულ კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრთან ერსებული ქალთა ანსამბლი „დიდებაი“, გოგონათა ანსამბლი „მზე შინა“ და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „კარიბჭე“.
გაიმართა შეჯიბრი მკლავჭიდსა და ბაგირის გადაწევაში. წარმოდგენილი იყო ძველი კუთხური თამაშობები და შეჯიბრი, ჩატარდა ბავშვების კონკურსი ხატვაში, კუთხური სამზარეულო და ხინკლის მასტერკლასი, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიების მხარდამჭერები : ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია და არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“. რესტორნები: პანორამა, წანარეთი და „დედა ქეთინო“.
ღონისძიების ორგანიზატორები : ყაზბეგის განვითარების ჯგუფი (LAG –kazbegi), არასამთავრობო ორგანიზაცია “ლომეკი”, სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი და თემი - სოფელ გაიბოტენის მოსახლეობა (რომელიც ამჟამად სოფელ არშაში ცხოვრობს).
ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი მადლობას უხდის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფს, მხარდამჭერებსა და პარტნიორებს. მადლობას ვუხდით თითოეულ სტუმარს მობრძანებისთვის და დაგეგმილ აქტივობებში ჩართულობისთვის.
ერთად გავაცოცხლოთ გაიბოტენი...